ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

microscopic diffusion control (encounter control) მიკროსკოპული დიფუზიური კონტროლი (შეჯახებითი კონტროლი)
The observable consequence of the limitation that the rate of a bimolecular chemical reaction in a homogeneous medium cannot exceed the rate of encounter of the reacting molecular entities. If (hypothetically) a bimolecular reaction in a homogeneous medium occurred instantaneously when two reactant molecular entities made an encounter, the rate of reaction would be an encounter-controlled rate, determined solely by rates of diffusion of reactants. Such a hypothetical “fully diffusion controlled rate” is also said to correspond to “total microscopic diffusion control”. იმ შეზღუდვის შედეგი, რომ ჰომოგენურ გარემოში ბიმოლეკულური ქიმიური რეაქციის სიჩქარე არ შეიძლება აღემატებოდეს მორეაგირე მოლეკულური ერთეულების შეჯახების სიჩქარეს. თუ (ჰიპოთეტურად) ჰომოგენურ გარემოში ბიმოლეკულური რეაქცია ორი მორეაგირე მოლეკულური ერთეულის შეჯახებით მყისიერად წარიმართა, რეაქციის სიჩქარე იქნება შეჯახებით კონტროლირებადი სიჩქარე, რომელიც მხოლოდ რეაგენტების დიფუზიის სიჩქარით განისაზღვრება. ასევე შეიძლება ითქვას, რომ ასეთი ჰიპოთეტური „დიფუზიით სრულად კონტროლირებადი სიჩქარე“ შეესატყვისება ტერმინს „სრული მიკროსკოპული დიფუზიური კონტროლი“.
See also: mixing control ასევე იხილეთ: შერევის კონტროლი
Source | წყარო:
  1. PAC, 1994, 66, 1077 (Glossary of terms used in physical organic chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 1140
  2. PAC, 1996, 68, 149 (A glossary of terms used in chemical kinetics, including reaction dynamics (IUPAC Recommendations 1996)) on page 173