ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
ion pair return | იონური წყვილის შებრუნება |
The recombination of a pair of ions R+ and Z− formed from ionization of RZ. If the ions are paired as a tight ion pair and recombine without prior separation into a loose ion pair this is called ′internal ion-pair return′:
|
R+ და Z− იონების წყვილის რეკომბინაცია, რომელიც წარმოიქმნება RZ-ის იონიზაციის შედეგად. თუ იონები დაწყვილებულია, როგორც მჭიდრო იონური წყვილი და რეკომბინირდება წინასწარი განცალკევების გარეშე ფაშარ იონურ წყვილში, მაშინ ეწოდება "იონ-წყვილის შიდა შებრუნება":
იგი წარმოადგენს "პირველადი წყვილური რეკომბინაციის" განსაკუთრებულ შემთხვევას. თუ იონები დაწყვილებულია ფაშარი იონური წყვილის სახით და მჭიდრო იონური წყვილის მეშვეობით ქმნიან კოვალენტურ ქიმიურ ნაწილაკებს, ამას ეწოდება "გარე იონური წყვილის შებრუნება". წარმოადგენს "მეორადი წყვილური რეკომბინაციის" განსაკუთრებულ შემთხვევას. როდესაც RZ კოვალენტური მოლეკულა გარდაიქმნა წინასწარი ნაწილობრივი რაცემიზაციის პირდაპირი მტკიცებულების გარეშე ან მჭიდრო იონური წყვილის წინასწარი წარმოქმნის სხვა პირდაპირი მტკიცებულების გარეშე, (მაგ. ნაწილობრივი რაცემიზაციის გარეშე, თუ ჯგუფი R სათანადოდ ქირალურია), იონური წყვილის შიდა შებრუნებას ზოგჯერ უწოდებენ "ფარულ შებრუნებას". გარე (მონომოლეკულური) იონ-წყვილის შებრუნება უნდა განვასხვავოთ "გარე (ბიმოლეკულური) იონის შებრუნებისგან", (შექცევადი) პროცესისგან, რომლის დროსაც დისოცირებული იონები გარდაიქმნება ფაშარ იონურ წყვილებად. |
Source | წყარო: PAC, 1994, 66, 1077 (Glossary of terms used in physical organic chemistry (IUPAC Recommendations 1994)) on page 1127 |


