ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება

| Immunoglobulin, (Ig) | იმუნოგლობულინი, (Ig) |
| Analytical chemistry | ანალიზური ქიმია |
Antibody which is a large Y-shape protein produced by plasma cells. Note 1 : As glycoprotein is found in serum or other body fluids and possesses antibody activity. Note 2: An individual Ig molecule is built up from two light (L) and two heavy (H) polypeptide chains linked together by disulfide bonds. Igs are divided into five classes (immunoglobulin class) based on antigenic and structural differences in the H chains. It is used by the immune system to identify and neutralize foreign objects such as bacteria and viruses. Note 3: The term also denotes the family of closely related glycoproteins. |
ანტისხეული, რომელიც პლაზმის უჯრედებისგან წარმოქმნილ დიდ, Y-ის ფორმის ცილას წარმოადგენს. შენიშვნა 1: როგორც გლიკოპროტეინი, გვხვდება შრატში ან სხეულის სხვა სითხეებში და გააჩნია ანტისხეულისთვის დამახასიათებელი აქტიურობა. შენიშვნა 2: ცალკეული Ig მოლეკულა აგებულია ორი მსუბუქი (L) და ორი მძიმე (H) პოლიპეპტიდური ჯაჭვისგან, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულია დისულფიდური ბმებით. H ჯაჭვებში ანტიგენური და სტრუქტურული განსხვავებების საფუძველზე Ig ხუთ კლასად (იმუნოგლობულინების კლასებად) იყოფა. მას იმუნური სისტემა იყენებს უცხო ობიექტების (ბაქტერიები და ვირუსები) იდენტიფიცირებისა და ნეიტრალიზაციისათვის. შენიშვნა 3: ტერმინი ასევე აღნიშნავს მონათესავე გლიკოპროტეინების ოჯახს. |
| Source | წყარო: D. B. Hibbert, Compendium of terminology in analytical chemistry. Cambridge: Royal Society Of Chemistry, 2019 |
|





