ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

isopotential point იზოპოტენციური წერტილი
For an ion-selective electrode cell, there is often a particular activity of the measured ion for which the emf of the cell is independent of temperature. That activity, and the corresponding potential difference, defines the isopotential point. The specification of the ion-selective electrode and outer reference electrode must be described. Comment: When an isothermal cell is used with identical reference electrodes, the isopotential point is the activity of sensed species that gives zero net membrane potential, e.g. sensed activity is the same in the inner and outer (test) solution. Calibration lines for different cell temperatures have different slopes, but intersect at a common activity point. Cells with temperature gradients are not recommended. იონშერჩევითი ელექტროდიანი უჯრედისთვის ხშირად არის განსასაზღვრავი იონის განსაკუთრებული აქტიურობა, რომლისთვისაც უჯრედის ემძ არ არის დამოკიდებული ტემპერატურაზე. ეს აქტიურობა და შესაბამისი პოტენციური სხვაობა განსაზღვრავს იზოპოტენციურ წერტილს. უნდა იყოს აღწერილი იონშერჩევითი ელექტროდის და გარე შესადარებელი ელექტროდის მახასიათებელი.

კომენტარი: როდესაც იზოთერმული უჯრედი გამოიყენება იდენტური შესადარებელი ელექტროდებით, იზოპოტენციური წერტილი არის მგრძნობიარე ნაწილაკების აქტივობა, რომელიც იძლევა ნულოვანი მემბრანის ჯამურ პოტენციალს, მაგ. საგრძნობი აქტიურობა ერთნაირია შიდა და გარე (სატესტო) ხსნარში. უჯრედის სხვადასხვა ტემპერატურის საკალიბრო მრუდებს აქვთ განსხვავებული დახრილობა, მაგრამ იკვეთება საერთო აქტიურობის წერტილში. არ არის რეკომენდებული ტემპერატურული გრადიენტების მქონე უჯრედები.

Source | წყარო:
PAC, 1994, 66, 2527 (Recommendations for nomenclature of ionselective electrodes (IUPAC Recommendations 1994)) on page 2531