ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი

 

liquid-crystal transitions თხევადკრისტალური გადასვლები
A liquid crystal is a molecular crystal with properties that are both solid- and liquid-like. Liquid crystals are composed predominantly of rod-like or disc-like molecules, that can exhibit one or more different, ordered fluid phases as well as the isotropic fluid; the translational order is wholly or partially destroyed but a considerable degree of orientational order is retained on passing from the crystalline to the liquid phase in a mesomorphic transition.
  1. Transition to a nematic phase.

A mesomorphic transition that occurs when a molecular crystal is heated to form a nematic phase in which the mean direction of the molecules is parallel or antiparallel to an axis known as the director.

  1. Transition to a cholesteric phase.

A mesomorphic transition that occurs when a molecular crystal is heated to form a cholesteric phase in which there is simply a spiralling of the local orientational order perpendicular to the long axes of the molecules.

  1. Transition to a smectic state.

A mesomorphic transition that occurs when a molecular crystal is heated to yield a smectic state in which there is a one-dimensional density wave which produces very soft/disordered layers.

თხევადი კრისტალი არის მოლეკულური კრისტალი, რომელიც ამჟღავნებს როგორც მყარის, ასევე თხევადის თვისებებს. თხევადი კრისტალები უპირატესად შედგება ღეროს ან დისკის მსგავსი მოლეკულებისგან, რომლებსაც შეუძლია შექმნას როგორც ერთი ან რამდენიმე განსხვავებული, მოწესრიგებული თხევადი ფაზა, ასევე იზოტროპული სითხე; ტრანსლაციური წესრიგი მთლიანად ან ნაწილობრივ ირღვევა, მაგრამ კრისტალურიდან თხევად ფაზაში მეზომორფული გადასვლისას შენარჩუნებულია ორიენტაციის მნიშვნელოვანი ხარისხი.
  1. ნემატურ ფაზაში გადასვლა.

მეზომორფული გადასვლა, რომელიც მიმდინარეობს მოლეკულური კრისტალების გაცხელებისას ნემატური ფაზის შესაქმნელად, რომელშიც მოლეკულების საშუალო მიმართულება პარალელური ან ანტიპარალელურია ღერძის მიმართ. ეს ღერძი ცნობილია, როგორც მიმმართველი.

  1. ქოლესტერულ ფაზაში გადასვლა.

მეზომორფული გადასვლა, რომელიც მიმდინარეობს მოლეკულური კრისტალების გაცხელებისას ქოლესტერული ფაზის შესაქმნელად, რომელშიც ლოკალური ორიენტაციული რიგის სპირალური მოძრაობა მოლეკულების გრძელი ღერძების პერპენდიკულარულია.

  1. გადასვლა სმექტურ მდგომარეობაში.

მეზომორფული გადასვლა, რომელიც ხდება მაშინ, როდესაც მოლეკულური კრისტალები ცხელდება სმექტურ მდგომარეობაში გადასასვლელად, რომელშიც არის ძალიან რბილი/მოუწესრიგებული ფენების წარმომქმნელი ერთგანზომილებიანი სიმკვრივის ტალღა.

Source | წყარო:

PAC, 1994, 66, 577 (Definitions of terms relating to phase transitions of the solid state (IUPAC Recommendations 1994)) on page 584