ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება

| uniform polymer | ერთგვაროვანი პოლიმერი |
| polymer chemistry | პოლიმერების ქიმია |
Polymer composed of molecules uniform with respect to relative molecular mass and constitution. Note 1: A polymer comprising a mixture of linear and branched chains, all of uniform relative molecular mass, is not uniform. Note 2: A copolymer comprising linear molecules of uniform relative molecular mass and uniform elemental composition but different sequential arrangements of the various types of monomeric units, is not uniform (e.g., a copolymer comprising molecules with a random arrangement as well as a block arrangement of monomeric units). Note 3: A polymer uniform with respect only to either relative molecular mass or constitution may be termed uniform, provided a suitable qualifier is used (e.g., ‘a polymer uniform with respect to relative molecular mass’). Note 4: The adjectives monodisperse and polydisperse are deeply rooted in the literature, despite the former being non-descriptive and self-contradictory. They are in common usage and it is recognized that they will continue to be used for some time; |
პოლიმერი, რომელიც შედგება ერთნაირი ფარდობითი მოლეკულური მასის და სტრუქტურის მქონე მოლეკულებისაგან. შენიშვნა 1: პოლიმერი, რომელიც შედგება წრფივი და განშტოებული ჯაჭვების ნარევისაგან, რომლებსაც გააჩნიათ ერთნაირი ფარდობითი მოლეკულური მასა და არ მიეკუთვნება ერთგვაროვან პოლიმერებს. შენიშვნა 2: თანაპოლიმერი, რომელიც შედგება ერთიანი ფარდობითი მოლეკულური მასის და ერთიანი ელემენტარული შემადგენლობის მქონე წრფივი მოლეკულებისგან, მაგრამ გააჩნია სხვადასხვა ტიპის მონომერული ერთეულების განსხვავებული თანმიმდევრული განლაგება და არ მიეკუთვნება ერთგვაროვან პოლიმერებს (მაგ., თანაპოლიმერი, რომელიც შეიცავს მოლეკულებს შემთხვევითი განაწილებით, ასევე მონომერულ ერთეულებს ბლოკური განაწილებით). შენიშვნა 3: პოლიმერს, რომელიც ერთგვაროვანია მხოლოდ ფარდობითი მოლეკულური მასის ან აღნაგობის მიხედვით, შესაძლოა ეწოდოს ერთგვაროვანი შესაბამისი კლასიფიკატორის გამოყენებით (მაგ., „ერთგვაროვანი პოლიმერი ფარდობითი მოლეკულურ მასის მიმართ“). შენიშვნა 4: მონოდისპერსული და პოლიდისპერსული ზედსართავი სახელები ლიტერატურაში ფართოდ არის გავრცელებული, მიუხედავად იმისა, რომ ტერმინები ზუსტად არ აღწერს და თვით-წინააღმდეგობრივია. ისინი ჯერ კიდევ აქტიურად გამოიყენება და სავარაუდოდ, გარკვეული პერიოდის განმავლობაში კვლავ დარჩება ხმარებაში. |
| Source | წყარო: PAC, 1996, 68, 2287 (Glossary of basic terms in polymer science (IUPAC Recommendations 1996)) on page 2301 R. G. Jones and Union, Compendium of polymer terminology and nomenclature : IUPAC recommendations 2008. Cambridge: Royal Society Of Chemistry, 2009. |
|





