დიაგრამა, რომელიც გვიჩვენებს რეაგენტების ფარდობით სტანდარტულ გიბსის ენერგიას, გარდამავალ მდგომარეობებს, რეაქციის შუალედურ და საბოლოო პროდუქტებს, იმავე თანმიმდევრობით, როგორც ეს ხდება ქიმიურ რეაქციაში. ეს წერტილები ხშირად შეერთებულია გლუვი მრუდით (“გიბსის ენერგეტიკული პროფილი“, რომელსაც ჯერ კიდევ უწოდებენ „თავისუფალი ენერგიის პროფილს“), მაგრამ ექსპერიმენტულ დაკვირვებას შეუძლია მოგვცეს ინფორმაცია ფარდობითი სტანდარტული გიბსის ენერგიების შესახებ მხოლოდ მაქსიმუმზე და მინიმუმზე და არა მათ შორის არსებულ კონფიგურაციებში. აბსცისაზე მოცემულია რეაგენტების, შუალედური და საბოლოო პროდუქტების და გარდამავალ მდგომარეობათა თანმიმდევრობა, და, როგორც წესი, განუსაზღვრელია ან მხოლოდ ნაწილობრივ არის განსაზღვრული რეაქციის კოორდინატით (ბმების გაწყვეტის ან წარმოქმნის ხარისხი). თუმცა ზოგიერთ მიახლოებაში აბსცისები ნათლად არის განსაზღვრული, როგორც ბმის რიგები, ბრონსტედის ექსპონენტები და ა. შ. მრავალი სახელმძღვანელოში მოცემულ მტკიცებულებათა მიუხედავად, გიბსის ენერგეტიკული დიაგრამის უმაღლესი წერტილი ყოველთვის არ შეესაბამება სიჩქარის მალიმიტირებელი საფეხურის გარდამავალ მდგომარეობას. მაგალითად, საფეხურებრივ რეაქციაში, რომელიც ორი ეტაპისაგან შედგება:

ერთ-ერთ გარდამავალ მდგომარეობას (ზოგადად) უნდა ჰქონდეს უფრო მაღალი სტანდარტული გიბსის ენერგია, ვიდრე მეორეს, როგორიც არ უნდა იყოს სისტემაში D-ის კონცენტრაცია. თუმცა, ამ კონცენტრაციის მნიშვნელობა განსაზღვრავს, რომელი რეაქციის საფეხურია სიჩქარის მალიმიტირებელი. თუ კონკრეტული საინტერესო კონცენტრაციები, რომლებიც შეიძლება განსხვავდებოდეს, მიჩნეულია სტანდარტულ მდგომარეობად, მაშინ სიჩქარის მალიმიტირებელია ის ეტაპი, რომელსაც გიბსის ყველაზე მაღალი ენერგია გააჩნია.