ქიმიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი
- ინგლისურ-ქართული
- ქართულ-ინგლისური
- ლექსიკონის შესახებ
- გამოხმაურება
reflection electron energy loss spectroscopy (REELS) | არეკვლისას ელექტრონის ენერგიის დანაკარგის სპექტროსკოპია |
Any technique in which a specimen is bombarded with a focused low energy (E0 < 10 eV) electron beam and the energy distribution of the reflected electrons is measured. This energy distribution contains features corresponding to discrete losses of energy of the reflected electrons due to excitation of vibrational and plasmon states and provides information on the type and geometric structure of compounds at the surface of the specimen. | ნებისმიერი მეთოდი, რომლის დროსაც ნიმუში იბომბება ფოკუსირებული დაბალი ენერგიის (E0 < 10 ევ) ელექტრონული სხივით,ასევე იზომება არეკლილი ელექტრონების ენერგიის განაწილება. ენერგიის ეს განაწილება შეიცავს მახასიათებლებს, რომლებიც შეესაბამება არეკლილი ელექტრონების ენერგიის დისკრეტულ დანაკარგებს ვიბრაციული და პლაზმური მდგომარეობების აღგზნების გამო და გვაწვდის ინფორმაციას ნიმუშის ზედაპირზე არსებულ ნაერთთა ტიპსა და გეომეტრიულ სტრუქტურაზე. |
Source | წყარო: PAC, 1983, 55, 2023 (Nomenclature, symbols and units recommended for in situ microanalysis (Provisional)) on page 2025 |