ქართული ზეთისხილი

სოფ. საქობო, სიღნაღი

(+995) 599 71 10 30

Georgian.olive@gmail.com

www.georgianolive.ge


ჩვენს შესახებ

ზეთისხილის კულტურა საქართველოსთვის უცხო არაა, რასაც ისტორიული წყაროებიც ადასტურებს.

საუკუნეების შემდეგ, კულტურა გააცოცხლა კომპანია “ჯეოლაივ“- მა, რომელმაც გააშენა ზეთისხილის ბაღები 8 წლის წინ. კომპანიის დამფუძნებლები არიან: მუჰაჯირი ქართველები თურქეთიდან აჰმედ ქაჰრამანი (გოგროჭაძე) მეჰმეთ ნური თაიარი (მამია დუმბაძე), ალი სამი ოზელი, იბრაგიმ შენერი და ეკატერინე სვანიძე.

მომზადდა პროექტი, რომლის ფარგლებშიც აშენდა პირველი ქართული ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც დაფინანსდა სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს ფარგლებში“ სიღნაღის რაიონ სოფელ საქობოში. ამჟამად, უკვე, 600 ჰექტარზეა გაშენებული ზეთისხილის ბაღები.

საწარმო ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც საშუალებას იძლევა აწარმოოს უმაღლესი ხარისხის, კონკურენტუნარიანი ქართული პროდუქტი. მის მიერ წარმოებული ზეთისხილის ზეთი და ზეთისხილის მარინადი უკვე გაყიდვაშია. კომპანიის ერთ-ერთი მიზანია, პროდუქცია ამიერკავკასიის ქვეყნებში, ამერიკაში, ევროპასა და დსთ-ს სივრცეში გაიტანოს.

კომპანიას აქვს საქართველოში პირველი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმო. ასევე, გააჩნია საკუთარი ზეთისხილის ბაღები. საწარმო დატვირთულია სეზონურად ნოემბერ-დეკემბერში ნაყოფის დაკრეფის და გადამუშავების დროს. სხვა პერიოდში მუშაობს მხოლოდ ჩამოსასხმელი ხაზი.  



დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი):



წარმოებული პროდუქცია

ზეთისხლის ზეთი და მარინადი.



საკვანძო სიტყვები



 


 

 

 


  

პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.