ქართული ლიმონათი სოფ. ნატახტარი, მცხეთა (+995) 598 35 79 35 |
ჩვენს შესახებ “ქართული ლიმონათის“ ქარხანა მცხეთის რაიონში 2015 წელს გაიხსნა. კომპანია სახელმწიფო პროექტის “აწარმოე საქართველოში“ პროექტის ხელშეწყობით შეიქმნა და წარმოებაში 10 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა. “ქართული ლიმონათი“ 8 სახის ლიმონათს ამზადებს, ესენია: მსხალი, ტარხუნა, სიტრო, მოხიტო, ლიმონი, ყურძენი, ლაიმა და ნაღები. არომატებისათვის საჭირო ნაყენების შესაქმნელად გამოიყენება საქართველოში არსებული ხილის, ციტრუსების და მცენარეების ძველი ჯიშები, რომლებიც გამოირჩევიან განსაკუთრებული გემოთი და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებით. “უნიკალური ლიმონათის დამზადების მიზნით სწორედ აღნიშნული ტრადიციების გამოკვლევა დაიწყო კომპანია „ქართულმა ლიმონათმა“ და ამ ტექნოლოგიის აღორძინების შედეგად გახდა შესაძლებელი, 25 წლიანი პაუზის შემდეგ, ქართული ხილისგან დამზადებულიყო განსაკუთრებული არომატის მქონე ლიმონათი, რომელშიც არ გამოიყენება როგორც ბენზოატი, ასევე სხვა გენმოდიფიცირებული კონსერვანტები”. დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი): 45(1) წარმოებული პროდუქცია ლიმონათები: ხილიანი, ლიმონ10, Greencola საკვანძო სიტყვები |
პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.