ეკო სტარი 17 გურამიშვილის გამზირი, თბილისი (+995) 260 46 65 |
ჩვენს შესახებ შპს. “ეკო სტარი” ქართულ ბაზარზე 2005 წლის მარტიდან გამოჩნდა. საკონდიტრო მრეწველობაში მოღვაწე კომპანიებისგან განსხვავებით “ეკო სტარი” სამომხმარებლო ბაზარზე განსაკუთრებული ნიშით სარგებლობს და იგი ცნობილია როგორც სამარხვო-საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია. პროდუქციის ხარისხი, მაღალი კვებითი ღირებულებები, საწარმოო-ტექნოლოგიური პროცესებისა და სანიტარულ-ჰიგიენული პირობების სრული დაცვა და მათზე გამოცხადებული მკაცრი კონტროლი მომხმარებელის უფლებების საიმედო დაცვის გარანტიას იძლევა. პროდუქციის დასამზადებლად კომპანია მხოლოდ ხარისხის საერთაშორისო ნიშნით სერთიფიცირებულ ნედლეულს მოიხმარს, რომელის ძირითადი ნაწილი თავადვე შემოაქვს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, რაც საწარმოო–ტექნოლოგიური პროცესების დაცვისა და მაღალი კვალიფიკაციის პერსონალის დახმარებით უშუალოდ აისახება პროდუქციის მაღალ კვებით ღირებულებებზე. დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი): წარმოებული პროდუქცია არახისის ნაწარმი, გრილიაჟი,გოზინაყი, დრაჟე, მარმელადი, ნამცხვარი, თაფლი, ვაფლის ნაწარმი, შოკოლადი, სეზონური ტკბილეული საკვანძო სიტყვები |
პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.