ბიოტეკსი

8 იუმაშევის ქ., თბილისი

(+995) 595 35 36 52

dkazarovi@agro.ge

www.biotecsi.ge


ჩვენს შესახებ

1991 წელს, როდესაც საქართველო მძიმე პოლიტიკურ, ეკონომიკურ- სოციალურ, სამართლებრივ ვითარებაში იმყოფებოდა და ქვეყანაში სრული სტაგნაცია იყო, ახალგაზრდა მეცნიერებმა, დღეს უკვე ვეტერინარიისა და ბიოლოგიის დოქტორებმა ნიკოლოზ ზაზაშვილმა და მიხეილ ჭიჭაყუამ ქართული საქმის კეთება დაიწყეს. სრული ენთუზიაზმი, რომელსაც მხოლოდდამხოლოდ პატრიოტული სულისკვეთება ამოძრავებდა.

“ბიოტეკსი” ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაშიც, რომელიც სოფლის მეურნეობას და მეცნიერებას უკავშირდებოდა. კერძოდ, 1997- 2000წწ. ორგანიზაციასთან ჩამოყალიბდა ახალგაზრდა მეცნიერთა და გამომგონებელთა კლუბი, რომელიც საქართველოს ტელევიზიის მაშინდელ პირველ არხზე ამზადებდა ყოველკვირეულ გადაცემას “თეთრი ყუთი” გამომგონებლებსა და მოხერხებულ ადამიანებზე. ამავე წლებში გამოცემდა დარგობრივ გაზეთს “საქართველოს მეურნე”. ამ მოძრაობამ თავის მხრივ ბევრ სასარგებლო წამოწყებას ჩაუყარა საფუძველი როგორც ქვეყნისთვის, ასევე, კომპანიისთვის. “ბიოტეკსი”-ს სამეცნიერო-კვლევითი ჯგუფი გადახალისდა და დაკომპლექტდა ახალი კადრებით. იმ ეტაპზე ამ გადაცემამ და გაზეთმა თავისი მისია წარმატებულად შეასრულა.

“ბიოტეკსის” მიერ წარმოებული ანტიჰელმინთური საშუალებები დიდი მოწონებით სარგებლობს არა მარტო ქართულ ბაზარზე, არამედ სხვა მეზობელ ბაზრებზეც. კერძოდ, თურქმენეთში, აზერბაიჯანში, სომხეთში, უკრაინაში და სხვა. მიმდინარეობს პრეპარატების რეგისტრაცია და სხვა ბაზრების ათვისება.

2000 წლიდან “ბიოტეკსი” პარტნიორობს მსოფლიო ბრენდ “ინვესასთან” და მეფრინველეობის ბაზარზე შედის პრეპარატებისა თუ ვიტამინო-მინერალური დანამატების სრული სპექტრით. წლების განმავლობაში “ინვესასთან” მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად “ბიოტეკსის” ბევრი კადრი გაიზარდა პროფესიულად როგორც ადგილზე, საქართველოში ისე, ბარსელონაში.

„ბიოტეკსი“ ყოველდღიურად ცდილობს მისი პროდუქცია თანამედროვეობის ზუსტი გამოძახილი იყოს. უკანასკნელ სამ წელიწადში მის ბაზაზე აშენდა დამატებით 2 საწარმო – მხოლოდ ბიოლოგიური საშუალებების საწარმოებლად. ამასთან, გარემონტდა, დაიხვეწა და თანამედროვე სტანდარტების მანქანა-დანადგარებით აღიჭურვა თითქმის ყველა საწარმოო განყოფილება, დაიხვეწა წარმოებისა და კონტროლის სისტემები. მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა მენეჯმენტის თვალსაზრისითაც. კომპანიამ 2013 წელს აიღო ISO 9001:2008, მუშაობს GMP-ის დანერგვაზე. ჰყავს 70-მდე თანამშრომელი, მათ შორის, 10 მეცნიერებათა დოქტორი და დოქტორანტები.

 



დასაქმებულ პირთა რაოდენობა (მათ შორის ქიმიკოსი): 100(3)



წარმოებული პროდუქცია

მედიკამენტები, ვეტერინარული პრეპარატები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, საკვებ დანამატები, ბიოლოგიურად აქტიური დანამატების (ბადეების) წარმოება. მედიკამენტები, ვეტერინარული პრეპარატები, მცენარეთა დაცვის საშუალებები, საკვებ დანამატები, ბიოლოგიურად აქტიური დანამატების (ბადების) წარმოება.



საკვანძო სიტყვები



 


 

 

 


  

პროექტი შესრულებულია კოალიცია „განათლება ყველასათვის - საქართველო“, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მხარდაჭერით.