შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

გამარჯობათ. მაინტერესებს ქლოროფილის თვისებები და შენახვის პირობები. მისი მიღების მიზნით ჩავატარე ცდა და მივიღე სპირტში გახსნილი ქლოროფილი. იხსნება თუ არა წყალში?
სანდრო მესტვირიშვილი

პასუხი:.

ქლოროფილი ხსნადია აცეტონში. დიეთილეთერში, ეთილის სპირტში, ბენზოლში, ქლოროფორმში. მცირედ ხსნადია პეტროლეინის ეთერში. უხსნადია წყალში.

ქლოროფილი უნდა ინახებოდეს მშრალ ადგილას 20–25 °C ტემპერატურაზე, რადგან ჭარბი ტენიანობის პირობებში ის ვარგისინობას კარგავს. გახსნილი ფლაკონი ინახება მაცივარში 10 დღის განმავლობაში.

ქლოროფილს გააჩნია ფლუორესცენციის უნარი.

შეკითხვას პასუხობს: ასისტ. პროფ. ირმა ლაგვილავა