შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
არის თუ არა მჟავა H2O?ჯაბა ორჯონიკიძე
პასუხი:.
წყალი მჟავა არ არის. მჟავა ეწოდება ნაერთს, რომელიც დისოციაციის შედეგად იძლევა წყალბადის პროტონებს. წყალი სუსტად დისოცირდება H+ და OH- წარმოქმნით.მიუხედავად იმისა, რომ ამ დროს წყალბადის პროტონიც წარმოიქმნება, წყალი მაინც ნეიტრალურ გარემოს ინარჩუნებს, ვინაიდან მათი რაოდენობა კომპენსირდება OH- ანიონების რაოდენობით
შეკითხვას პასუხობს: პროფ. მარლენ მჭედლიშვილი