შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

გამარჯობა მაინტერესებს წყალში ხსნადი კოროზიის ინჰიბიტორის რა სახეებია ცნობილი, რომელიც შეიძლება შევიძინო უპრობლემოდ და გამოვიყენო ავტორეცხაოში
ჯაბა დავითაძე

პასუხი:.

ავტომანქანების რეცხვაში ძირითადად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის შამპუნი, რომლებიც უმეტესწილად მჟავური ბუნებისაა. ამიტომ ასეთი შამპუნების გამოყენებისას მიზანშეწონილია ინჰიბიტორების გამოყენება. საქართველოში შექმნილია ასეთი ტიპის ინჰიბიტორი, რომლის დასახელებაა კორფარი. კორფარის გამოყენებაზე და შეძენაზე კონსულტაციას გაგიწევთ ტექნიკური უნივერსიტეტის კოროზიისაგან დაცვისა და კოროზიამედეგი დანაფარების კვლევითი ლაბორატორიის თანამშრომელი მაია გაბრიჩიძე - მისამართი: მე-II სასწავლო კორპუსი, მე-IV სართული, ტელ. 33-18-04 (სამს).

შეკითხვას პასუხობს: ასოც. პროფ. ზურაბ გელიაშვილი