შეეკითხე მეცნიერს

კითხვა:

თუ შეიძლება მიპასუხოთ! რა შეიძლება გამოვიყენო ჰიალურონიზადას ფუძედ კოსმეტიკური დანიშნულებისთვის? (რომ არ დაიშალოს ჰიალურონიდაზა). დიდი მადლობა წინასწარ.
ბრეგაძე

პასუხი:.

ჰიალურონიზადას ფუძედ კოსმეტიკური დანიშნულებისთვის შიგვიძლია გამოვიყენოთ ნატურალური ცვილი, მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ზეთები და ცხიმები. ჰიალურონიდაზა – ფერმენტების საერთო სახელწოდება, რომლებიც აკატალიზებენ ჰიდროლიზური გახლეჩის და ჰიალურონის მჟავას დეპოლიმერიზაციის რეაქციებს. ჰიალურონიდაზა ასრულებს მნიშვნელოვან ბიოლოგიურ როლს, რომელიც უკავშირდება ქსოვილთა განვლადობის ცვლილებებს, მათი ჰიდრატაციის ხარისხს, წყლისა და იონების ტრანსპორტს და სხვ.
თუ აკლია ჰიალურონიდაზა, შეგვიძლია ეს გამოვასწოროთ და გარედან მივაწოდოთ, ამისათვის კი საკვებად გამოვიყენოთ ჟელატინი. მისი მიღება შეგვიძლია ხილთან და ხაჭოსთან ერთად.

შეკითხვას პასუხობს: ასოც. პროფ. ელზა მარქარაშვილი