შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
გამარჯობათ. როგორც იცით პატარებს ძალიან ბევრი შეკითხვის დასმა უყვართ. როგორ ავუხსნა მეორეკლასელებს რატომაა ან როგორ თბება გოგირდოვანი წყალი უცეცხლოდ, ისე რომ არც მოვაყუო და თან მათთვის გასაგეი იყოს? წინასწარ გიხდით მადლობასთამარი
პასუხი:.
დედამიწის წიაღში, დიდ სიღრმეში მდებარეობს გავარვარებული ლავა (რომელიც ზოგჯერ ამოიფრქვევა დედამიწის ზედაპირზე ვულკანის სახით). ამიტომ დედამიწიის წიაღში დიდ სიღრმეზე ტემპერატურა საკმაო მაღალია. გოგირდოვანი წყალი ვულკანური წარმოშობისაა - ანუ იგი ის ნიადაგს ქვეშა "ნაკადულია" რომელიც მაგმის სიახლოვიდან მოედინება. ამიტომ არის იგი თბილი და გოგირდწყალბადის შემცველი.შეკითხვას პასუხობს: www.chemistry.ge