შეეკითხე მეცნიერს
კითხვა:
რა პროცესები მოხდება კათოდზე და ანოდზე KAl(SO4)2-ის მარილის წყალხსნარის ელექტროლიზის დროს? დაწერეთ რეაქციათა ელექტრონულ-იონური განტოლებები.პასუხი:.
KAl(SO4)2-ის მარილის წყალხსნარის ელექტროლიზის დროს K+ და Al3+ აღდგენა კათოდზე არ წარიმართება, რადგან მათი აღდგენა მოითხოვს მეტ ენერგიას (K+ და Al3+ სტანდარტული პოტენციალები ძლიერ უარყოფითია).ელექტროლიზის დროს კათოდზე აღდგება წყლის მოლეკულა წყალბადის გამოყოფით, ხოლო ანოდზე კი წყლის მოლეკულა დაიჟანგება ჟანგბადის გამოყოფით.
მიმდინარე ელექტროლიზის ელექტრონულ-იონური განტოლება შეიძლება გამოვსახოთ შესაბამისი ტოლობებით:
ამრიგად, KAl(SO4)2 -ის წყალხსნარის ელექტროლიზის შედეგად წყალი დაიშლება წყალბადისა და ჟანგბადის გამოყოფით (იგულისხმება, რომ გამოყენებულია უხსნადი ანოდი). K+ და Al3+ აღდგენა კათოდზე შესაძლებელია მხოლოდ ნალღობის ელექტროლიზის შედეგად.
შენიშვნა:
ტექნიკაში კალიუმი მიიღება KCl -ის ნალღობის ელექტროლიზით, ხოლო ალუმინი კი Al2O3 -ისა და Na3AlF6 -ის ნარევის ნალღობის ელექტროლიზით.
შეკითხვას პასუხობს: პროფესორი ჯემალ შენგელია