ეს საინტერესოა
კონტაქტურ ლინზებში გლუკოზის სენსორები ცრემლებით იკვებება
არ არის გამორიცხული, რომ პაციენტები რომლებიც დიაბეტით იტანჯებიან, შეეძლებენ სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრას არა რეგულარული მტკივნეული ნემსების ხარჯზე, არამედ ბიონიკური კონტაქტური ლინზების დახმარებით. მკვლევარებმა შეიმუშავეს ახალი სათბობ ელემენტი, რომელიც ცრემლის ხარჯზე მუშაობს.შესაძლებელია, რომ ამ სათბობ ელემენტს საბოლოო ჯამში შეეძლებათ უზრუნველყონ კონტაქტურ ლინზებში ჩამონტაჟებული გლუკოზის სენსორის კვებას.
ჩანაფიქრი იმაზე, რომ კონტაქტური ლინზები შეიძლება გამოყენებულ იქნას დიაბეტიკის ჯანმრთელობის მონიტორინგისათვის, არც ისე ახალია, მსგავსი ტიპის მოწყობილობების შემუშავება ბოლო ათწლეულის განმავლობაში მიმდინარეობს. კონტაქტურ ლინზებში გლუკოზის ელექტრო სენსორი ცრემლთან უშუალო კონტაქტშია, მას შეუძლია გაანალიზოს სითხის შემადგენლობა და გამოსახოს ანალიზის შედეგები ლინზის ინტეგრირებულ ეკრანზე, ასეთი ინფორმაცია შეიძლება ადვილად იქნას წაკითხული ლინზის მატარებლის საშუალებით. თუმცა ამ ტიპის სენსორს უნდა ჰქონდეს კვების წყარო, და ბოლო დრომდე, კვების მსგავსი წყაროს არ არსებობა მთავარი პრობლემა იყო ასეთი ტიპის სენსორის შესაქმნელად.
მალმოს (შვედეთი) უნივერსიტეტის საეთაშორისო ჯგუფმა სერგეი შლეევის ხელმძღვანელობით (Sergey Shleev), შესაძლოა გადაჭრას ეს რთული ამოცანა ბიოთბური ენერგეტიკული ელემენტის შექმნით, რომელიც ენერგიას გამოიმუშავებს ცრემლის შემადგენლობაში არსებული ასკორბინმჟავას მარილისა და ჟანგბადის კონვერსიის ხარჯზე.
წყარო:Anal. Chem, 2013, DOI: 10.1021/ac4006793; [2] Analyst, 2004 (DOI: 10.1039/b314463c)
გამოქვეყნებულია: 06-05-2014