ეს საინტერესოა

 

მექანოქიმიური აქტივაციის ორგვარი ბუნება

დიდი ხნის განმავლობაში, მექანოქიმიის (ეს არის ქიმიის ნაწილი, რომელიც სწავლობს ნივთიერებისა და მათი ნარევების თვისებების ცვლილებას, ასევე მათზე მექანიკური ზემოქმედების დროს მიმდინარე ფიზიკურ-ქიმიურ გარდაქმნებს) ძირითად პრინციპს წარმოადგენდა შემდეგი მტკიცებულება, რომ უფრო ძლიერი მექანიკური ზემოქმედება განაპირობებს რეაქციის სიჩქარის გაზრდას.

პროფესორ დომინიკ მარქსის (Dominik Marx) ჯგუფის ქიმიკოსები იტყობინებიან, რომ მექანიკური ზემოქმედების გამომწვევი ძალის გარკვეული სიდიდით გაზრდაც არსებით გავლენას ვერ მოახდენს რეაქციის სიჩქარეზე.

მოლეკულური დინამიკის მეთოდით კომპლექსურმა თეორიულმა გამოკვლევებმა მკვლევარებს მისცა საშუალება გამოევლინათ, როგორც იანუსი იტყოდა, მექანოქიმიის ორგვარი ბუნება. ნაჩვენები იყო, რომ ძალის გარკვეული მნიშვნელობის მიღწევამდე რეაქციის სიჩქარე მოდებული მექანიკური ზემოქმედების პროპორციულად იცვლება, მაგრამ თუკი ძალა ბარიერულ მნიშვნელობას აჭარბებს, მაშინ რეაქციის სიჩქარე გაცილებით ნელა აგრძელებს ზრდას.

ქიმიური რეაქციის წარმართვისათვის, ენერგეტიკული ბარიერის გადასალახავად, მორეაგირე ნაწილაკები უნდა იყოს გააქტიურებული. ნაწილაკების გააქტივება და შესაბამისად მოლეკულების ფორმის ცვლილება შეიძლება გამოწვეულ იქნას მექანიკური ზემოქმედებით.

 

სრულად

 

წყარო:Nature Chemistry (2013) doi:10.1038/nchem.1676

 

გამოქვეყნებულია: 06-05-2014