ეს საინტერესოა

 

დაბალი ტემპერატურა არაორგანული კრისტალების მისაღებად

არაორგანული ნაერთების სინთეზის სპეციალისტები, ახალი არაორგანული მასალების მიღებისას ხშირად მიმართავენ კრისტალიზაციას, რომელიც ფართო გამოყენებას პოულობს კატალიზში ან სხვა სფეროში. ძალიან ხშირად, ასეთი მეთოდით კრისტალების მიღებას, რომელთაც აუცილებელი სისუფთავე და მორფოლოგია მოეთხოვება, ესაჭიროება მაღალი ტემპერატურისა და წნევის გამოყენება.

არაორგანულ ნაერთთა კრისტალების ჩამოყალიბების ახალი მეთოდი, შემუშავებული სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ, საშუალებას იძლევა კრისტალების განვითარება განხორციელდეს დაბალ ტემპერატურაზე და წნევაზე, რაც შესაძლებლობას ქმნის გაადვილდეს ქიმიკოს-არაორგანიკოსების სამუშაოები ერთდროულად რამდენიმე ქიმიური ელემენტის შემცველი (ძირითადად მეტალები) ახალი ფუნქციონალური არაორგანული მასალების მიღებასა და აღმოჩენაში.

ახალი მეთოდის შემუშავება დაიწყო იმით, რომ მეცნიერთა ჯგუფმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან განს-კონრად ცურ ლოის (Hans-Conrad zur Loye) ხელმძღვანელობით გადაწყვიტეს კრისტალიზაციის საშუალებით მიეღოთ ახალი არაორგანული სტრუქტურები, ამისათვის მათ ყველა საწყისი ნივთიერება გახსნეს, მიზნობრივი ნაერთის მისაღებად და ჩაატარეს კრისტალიზაციის პროცესი. დღემდე მრავალ ელემენტშემცველ ნაერთთა კომპონენტების გახსნის ეტაპს ხშირად ატარებდნენ 600-1200°C ტემპერატურულ ზღვრებში და 625 ატმ -ზე მაღალი წნევის პირობებში. მკვლევარები ასეთ მკაცრ პირობეში გახსნის შემდეგ, როგორც წესი, ნელ-ნელა აცივებდნენ ხსნარს, რაც განაპირობებდა სწორი ფორმის კრისტალების ჩამოყალიბების ნელი ზრდის პროცესს.

 

სრულად

 

წყარო:Inorg. Chem., DOI: 10.1021/ic302439b

 

გამოქვეყნებულია: 22-05-2013