ეს საინტერესოა

 

წყალბადური ბმა მიკროსკოპის ქვეშ

იაპონელმა მეცნიერებმა შეიმუშავეს სკანირებადი ხვრელური მიკროსკოპის ზონდი [scanning tunnelling microscope (STM), რაც საშუალებას იძლევა გაზომილ იქნას ელექტრონების გადატანა, რომელიც ერთჯერადი წყალბადური ბმის წარმოქმნისას მიმდინარეობს.

მეცნიერები მრავალი წლის განმავლობაში წარმატებულად ირჯებოდნენ მონომოლეკულური მოწყობილობების შესაქმნელად, რომელიც ისე იმოქმედებდა როგორც ელექტრონული სქემების მსგავსი პაწაწინა ანალოგები ისეთი ჩვეულებრივი კომპონენტებისა,როგორიცაა სადენები,დიოდები, გადამრთველები,ტრანზისტორები და უფრო რთული მსგავსი სქემები.

თუმცა მრავალ პუბლიკაციათა შორის მოიძებნება მხოლოდ ერთეულები, რომელშიც წარმოდგენილია მეთოდიკები რომლის საშუალებითაც ამ მონომოლეკულური ელექტრონული მოწყობილობით შესაძლებელია განხორციელდეს ელექტრონების გადატანაზე უშუალო დაკვირვება და შესწავლა. მიუხედავად ამისა მოლეკულურ ელექტრონიკაში ელექტრონების ქცევის კონტროლის ზუსტი ანალიტიკური მეთოდები აუცილებელია- განსაკუთრებით კი უფრო რთული სისტემის დიზაინისათვის,რომელიც ხშირ შემთხვევაში თვითაწყობის პრინციპს ემყარება წყალბადური ბმების მონაწილეობის გარეშე.

 

სრულად

 

წყარო:J. Am. Chem. Soc., 2013, DOI: 10.1021/ja311463b

 

გამოქვეყნებულია: 22-05-2013