ეს საინტერესოა
ქიმიკოსები დამატებით მტკიცებულებას ამატებენ დანაშაულის ადგილზე
ბრაზილიელმა მკვლევარებმა წარმოაჩინეს, რომ დანაშაულის ადგილზე ცეცხლსასროლი იარაღით გამოწვეული შედეგები და ამავე დროს ეჭვიტანილის ხელში ცეცხლსასროლი იარაღის არსებობა შეიძლება გახდეს ვიზუალური, თუ საბრძოლო მასალას დაემატება ლუმინესცენტური ლანთანიდშემცველი მარკერი. ამ მარკერის აღმოჩენა შეიძლება მარტივად, მათზე ულტრაიისფერი ნათურით დანათებისას.ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შემდგომ არსებული ზოგიერთი ტიპის კვალის შესწავლისას, თანამედროვე პირობებში გამოიყენება სკანირებადი ელექტრონული მიკროსკოპი ან სპექტროსკოპიის სხვადასხვა მეთოდი. თუმცა ასეთი კვლევა მოითხოვს დიდ დროს და მათი პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობა შემოიფარგლება ანალიზისათვის საჭირო საკმარისი რაოდენობის ნივთიერების აუცილებლობით.
პრობლემის სხვა სახე მდგომარეობს იმაში, რომ ახლა ფართოდ იწყებენ ისეთ საბრძოლო მასალის გამოყენებას, რომელიც არ შეიცავს ტყვიას. ეს გამოწვეულია ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედებისა და ტყვიით გარემოს დაბინძურების რისკის შემცირების აუცილებელობით (აშშ-ში ტყვიით სროლის ინსტრუქტორების სისხლში ტყვიის შემცველობა დასაშვებ ზღვართან ახლოსაა - 60მკგ ტყვია 100გ სისხლში). თუმცა ასეთი საბრძოლო მასალის გამოყენებისას გასროლის კვალი არ შეიძლება იდენტიფიცირებულ იქნას ცალსახად, რადგან უკვე არსებული მეთოდები დაფუძნებულია იმ ფაქტზე, რომ ტყვია არის სავალდებულო კომპონენტი გასროლის კვალის აღმოსაჩენად.
ინგრიდ ვებერი (Ingrid Weber) ბრაზილიის უნივერსიტეტიდან აცხადებს, რომ ლეგირებული ლანთანოიდები ZnAl2O4 ოპტიკური მარკერის როლს თამაშობს იმ საბრძოლო მასალებისათვის, რომელიც ტყვიას არ შეიცავს - ამ მასალის დანახვა შეიძლება იმ ზედაპირის უი დასხივებით რომელზეც ის იმყოფება.
წყარო:Anal. Methods, 2013, DOI: 10.1039/c2ay25535a
გამოქვეყნებულია: 22-05-2013