ეს საინტერესოა

 

მას-სპექტრომეტრიის რეკორდი

ნიდერლანდებისა და აშშ-ის მეცნიერებმა მას- სპექტრომეტრია [quadrupole time-of-flight (QToF MS)] გამოიყენეს დაუზიანებელი ბაქტერიოფაგის კაფსიდების (ვირუსის, რომელიც აინფიცირებს ბაქტერიებს) შესასწავლად. ახალი სამუშაო შესწავლილი ნაწილაკების ზომისა და მასის თვალსაზრისით სარეკორდოდ შეიძლება ჩაითვალოს.

ვირუსული გარსი მასით 18 მეგადალტონი ყველაზე დიდი სისტემაა, რომლისთვისაც მას – სპექტრომეტრიის დახმარებით მოხერხდა მოლეკულური იონის დარეგისტრირება.

2002 წელს, ჯონ ფენმა (John Fenn) მიიღო ნობელის პრემია ქიმიის დარგში ელექტროგაფრქვევის მეთოდით იონიზაციის მეთოდის შემუშავებისათვის. ამ მეთოდმა დასაბამი დაუდო მას–სპექტრომეტრიის ახალ შესაძლებლობებს. კერძოდ, შესაძლებელი გახადა მისი გამოყენება უფრო დიდი ზომის მოლეკულების შესასწავლად.

 

სრულად

 

წყარო:Angew. Chem., Int. Ed., 2013, DOI: 10.1002/anie.201210197

 

გამოქვეყნებულია: 22-05-2013