ეს საინტერესოა

 

ქოლესტერინის ახალი პარტნიორები

ქოლესტერინის მოლეკულა, რომელიც მრავალწახნაგოვანი ზემოქმედების უნარით ხასიათდება, არეგულირებს უჯრედული მემბრანის ფორმირებას და წარმოადგენს მრავალი სასიგნალო მოლეკულის პრეკურსორს და რა თქმა უნდა ბიომარკერს, რომელიც გულსისხლძარღვთა დაავადების გაზრდილი რისკის მახასიათებელია.

მიუხედავად ამისა, ახალი კვლევის შედეგები იძლევა საშუალებას ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ჩვენ ბევრი რამ არ ვიცით ქოლესტერინზე, ის რომ ჩართულია მთელ რიგ მიმოცვლით პროცესებში, რომელიც ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს. კვლევის ახალი შედეგები აჩვენებს, რომ ქოლესტერინი ურთიერთქმედებს პრაქტიკულად თითქმის ყველა მნიშვნელოვან ცილების კლასთან.

ბენჯამინ კრავატმა (Benjamin F. Cravatt) სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარებთან ერთად შეიმუშავა სამი მოლეკულური სინჯი, რომელთა დახმარებითაც შეძლო ცილების ქოლესტერინთან ურთიერთქმედების ფართო რუკის შედგენა. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ქოლესტერინის მოლეკულასთან რვაასი ცილის მოლეკულა ურთიერთდაკავშირებულია, თუმცა შიდამოლეკულური ურთიერთქმედების შესაძლებლობას ამ ცილებსა და ქოლესტერინის მოლეკულას შორის ადრე არც ვარაუდობდნენ.

 

სრულად

 

წყარო:Nat. Methods, DOI: 10.1038/nmeth.2368

 

გამოქვეყნებულია: 22-05-2013