ეს საინტერესოა

 

ვაკვირდებით მოლეკულის წარმოქმნას

მეცნიერთა ჯგუფმა, რომელის შემადგენლობაში შედიოდნენ საფრანგეთის, დანიის და კორეის წარმომადგენლები მაიკლ ვულფის (Michael Wulff) ხელმძღვანელობით პირველებმა მოახერხეს დაეფიქსირებინათ ცვლილება როგორც წარმოქმნილი იოდის მოლეკულის აღნაგობაში ასევე გამხსნელის სტრუქტურაში.

ვულფი აღნიშნავს, რომ მან შეძლო მოლეკულის წარმოქმნაზე ფილმის გადაღება კადრირებით 10 პიკოწამის ხანგრძლივობით და ეს „ფილმი“ იძლევა საშუალებას შეფასდეს გააქტივირებული კომპლექსის ზომა და მისი რხევის განსაკუთრებულობა.

ვულფის გუნდის წევრები აკვირდებოდნენ იოდის ორი ატომის სწრაფ რეკომბინაციას, რომელიც წარმოიქმნება ლაზერით ინიციირებადი იოდის მოლეკულის I2 დისოციაცის შედეგად. იოდის თავისუფალი ატომები გამხსნელში დახტიან როგორც ჩოგბურთის ბურთები, ხოლო 1-2 პიკოწამის განმავლობაში ასეთი რხევის შემდეგ ისინი ერთმანეთს ეჯახებიან და იოდის მოლეკულა რეგენერირდება - ამ ყველაფრის ხანგრძლივობა კი არ აღემატება 10 პიკოწამს. ამ რეაქციის შესასწავლად მეცნიერები ხსნარისაკენ მიმართავდნენ რენტგენის სხივების ნაკადს და რენტგენის სხივების გაბნევის გაანალიზებით საზღვრავდნენ ხსნარში ნაწილაკის მდებარეობას, ასევე იოდის ნაწილაკისა და გამხსნელის მოლეკულის ელექტრონული სიმკვრივის განაწილების სურათს.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთი მკვლევარი სკეპტიკურად უყურებს ამ მიგნებას და არ არის დარწმუნებული ვულფიისა და მისი კოლეგების მეთოდოლოგიასა და შედეგების სიზუსტეში.

 

სრულად

 

წყარო:[1] J. Am. Chem. Soc., 2013, DOI: 10.1021/ja312513w

 

გამოქვეყნებულია: 01-04-2013