ეს საინტერესოა

 

რომ არ მოვიწამლოთ ოქროსაგან...

ბერვი ადამიანის ოცნებაა ცხოვრება ისეთ სახლში, რომლის კედლები ოქროსგანაა დამზადებული და რომელთაც სურთ ფუფუნების დემონსტირება, თუმცა ბაქტერიები, რომლებიც ცხოვრობენ ოქროს ზედაპირზე ამ მხრივ თავისი ბედით არ არიან კმაყოფილნი - ოქრო საკმაოდ ტოკსიკურია მათთვის.

ოქროთი მოწამვლისგან თავის დასაცავად ბაქტერიები Delftia acidovorans გამოიმუშავებენ და ახდენენ სპეციალური პეპტიდის - დელფტიბაქტინის (delftibactin) სეკრეციას. კანადელი მეცნიერების ახალმა გამოკვლევებმა ფარდა ახადა საიდუმლოს. მოლეკულა, რომელიც ახლახანს იქნა გამოყოფილი და იდენტიფიცირებული, ბაქტერიებს აძლევს გადარჩენის საშუალებას, მათთვის ტოქსიკური, ოქროს ხსნადი ფორმის კონცენტრაციის შემცირებით.

ნათან მაგარვი (Nathan A. Magarvey) ბიოქიმიკოსი მაკმასტერის უნივერსიტეტიდან (ჰამილტონი, ოჰაიო), რომელიც ამ კვლევას ხელმძღვანელობს, აღნიშნავს, რომ შედეგები თავისთავად წარმოადგენს პირველ მაგალითს იმისა, მიკროორგანიზმებით სეკრეცირებადი მეტაბოლიტი როგორ იცავს მათ ტოქსიკური ოქროსგან და იწვევს ბიომინერალიზაციის პროცესს. მაგარვი იმედოვნებს რომ, სამუშაო რომელიც ეძღვნება პეპტიდის თვისებების შესწავლას, საშუალებას მისცემს მეცნიერებს მომავალში მიღებულ იქნას განსაზღვრული ზომის ოქროს ნანონაწილაკი, რათა ის გამოყენებულ იქნას მედიცინაში, მაგალითად კიბოს წინააღმდეგ თერაპიაში. თუკი დელფტიბაქტინის მოლეკულა აღმოჩნდება სელექციურად (შერჩევით) მომუშავე ოქროს მიმართ სხვა მეტალების არსებობისას ეს შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც საბადოდან ასევე ოქროსშემცველი ჯართიდან ოქროს მოსაპოვებლადაც.

 

სრულად

 

წყარო:Nat. Chem. Biol., DOI: 10.1038/nchembio.1179

 

გამოქვეყნებულია: 01-04-2013