ეს საინტერესოა

 

ძვლის აღმდგენი ნანონაწილაკები დნმ-ის ფრაგმენტებით

გერმანიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს ნანონაწილაკების შემცველი პასტა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ძვლების აღდგენა. ეს გამოგონება ძვლის მოტეხილობისა და გაბზარვის დროს დააჩქარებს მკურნალობის პროცესს.

ახალი მასალის დაფუძვნებულია სინთეზური კალციუმის ფოსფატის ნანონაწილაკებზე, რომელშიც ინკაფსულირებულია ძვლის ზრდის ორი გენი. გენები შეიძლება ჩანერგილ იქნას უჯრედში და გამოიწვიოს ცილების სინთეზი, რაც დააჩქარებს ძვლის ქსოვილის ზრდას.

მკურნალობის შემთხვევები, რომელიც დაკავშირებულია მოტეხილობებთან, გაბზარვასთან და ასევე ძვლის ფრაგმენტის დაკარგვასთან, ასევე ტრამვებთან ან ოპერაციასთან (მაგალითად, სიმსივნური წამონაზარდების მოშორება) დღემდე წარმოადგენს მედიკოსებისათვის რთულ ამოცანას.

დუისბურ-ესენის უნივერსიტეტის მკვლევარმა მათიას ეპპლემ (Matthias Epple), ვისი ხელმძღვანელობითაც იქნა შემუშავებული ახალი პასტა ძვლისათვის, განმარტავს, რომ დღეს ბევრი უკვე არსებული თერაპიის მეთოდები - დონორული ძვლის გადანერგვა, ასევე სინთეზური კალციუმის ფოსფატის გამოყენება გამოირჩევა მთელი რიგი ნაკლოვანებებით - იზრდება ინფექციის რისკი, ამ გზით აღდგენილი ძლის უბნები გამოირჩევა დაბალი მექანიკური სტაბილურობით, კალციუმის ფოსფატი შესაძლოა არასწორად რესორბირდეს აღდგენად (აღდგენის პროცესში მყოფი) ძვლის მიერ.

 

სრულად

 

წყარო:RSC Adv., 2013, DOI 10.1039/C3RA23450A

 

გამოქვეყნებულია: 01-04-2013