ეს საინტერესოა

 

ახალი ბიოაქტიური ფირით დაფარული სპირალური პოლიმერული იმპანტანტები ძვალს უკეთ უკავშირდებიან

ჩრდილოეთ კაროლინას შტატის უნივერსიტეტის მკვლევარებმა პირველად მოახერხეს ბიოაქტიური პოლიმერით დაფარული ძვლის იმპლანტანტების მიღება. აღმოჩენა ძვლის იმპლანტაციის ოპერაციების ბევრად უფრო წარმატებულს გახდის - იმედოვნებენ მეცნიერები.

 

დღეისათვის იმპლანტატებში გამოყენებული პოლიმერი, რომელიც ცნობილია PEEK-ის დასახელებით, ხშირ შემთხვევაში ცუდად უკავშირდება ძვალს ან სხვა ქსოვილებს, რაც თავის მხრივ იწვევს სამედიცინო გართულებებსა და ხელახალი ოპერირების აუცილებლობას.

 

„ჩვენი მიზანი იყო იმპლანტანტების დაფარვა ბიოლოგიურად აქტიური ფირებით, რათა გაადვილებულიყო იმპლანტანტის თავსებადობა ადამინის ქსოვილებთან“ - განაცხადა ჩრდილოეთ კაროლინის შტატის უნივერსიტეტის მედიცინისა და საჰაერო ინჟინერიის დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა დოქტორმა აფსანეჰ რაბიეიმ (Dr. Afsaneh Rabie), რომელიც არის გამოქვეყნებული შრომის წამყვანი ავტორი. „დასახული კვლევის გამოწვევა იყო პოლიმერის ლღობის ტემპერატურა, რომელსაც უნდა გაეძლო 500°C-ისათვის, ხოლო არსებული მასალები 300 °-ზე იწყებდნენ ლღობას უკვე. საბედნიეროდ, ეს პრობლემა დადებითად გადაიჭრა“ - დასძინა მან.

 

ახალი იმპლანტანტის მიღების შემუშავებული ტექნიკა მოიცავს რამდენიმე საფეხურს. პირველ ეტაპზე წარმოებს იტრიუმ სტაბილიზირებული ცირკონიუმით იმპლანტანტის დაფარვა. მეორე საფეხურზე კი დაიტანება ჰიდროქსი აპატიტი , იგივე კალციუმის ფოსფატი, რომელიც ძალიან კარგად ეთავსება ძვალს. ჰიდროქსი აპატიტის ფენა მიკროტალღების საშუალებით ცხელდება, ხოლო იტრიუმ-ცირკონიუმის შრე იცავს გადახურებისაგან (გალღობისაგან)PEEK პოლიმერს. ამასთანავე, გაცხელებით ჰიდროქსი აპატიტი გადადის კრისტალურ ფორმაში და ხდება უფრო სტაბილური ორგანიზმში მოხვედრისას.

 

სრულად

 

წყარო:Science Daily

 

გამოქვეყნებულია: 26-03-2013