ეს საინტერესოა

 

ადამიანის უჯრედში აღმოჩენილ იქნა დნმ-ის კვადრუპლექსური სპირალი

1953 წელს უოტსონმა და კრიკმა გამოაქვეყნეს სტატია, სადაც პირველად იყო აღწერილი დნმ-ის მეორეული სტრუქტურა, რომელიც გახდა „სიცოცხლის მოლეკულის“ სიმბოლო.

კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოჩენის სამოცი წლისთავზე გამოაქვეყნეს სტატია, რომლის თანახმადაც , დნმ-ის ოთხძაფიანი სტრუქტურა „კვდრუპლექსური სპირალია“. ის ასევე ცნობილია როგორც G-კვადრუპლექსი, რომელიც შეიძლება არსებობდეს ადამიანის გენომში. ასეთი სტრუქტურები ფორმირდება გუანინით მდიდარი დნმ-ის უბნებზე, რომლის აბრივიატურაა - «G».

გამოქვეყნებული შედეგები ათწლიანი კვლევის კულმინაციაა, რომელიც ეძღვნება ასეთი კვადრუპლექსების in vivo წარმოქმნის განსაკუთრებულობას ადამიანის ცოცხლ უჯრედებში. სამუშაო დაიწყო ჰიპოტეზით კომპიუტერული მოდელირებითა და ლაბორატორიული ექსპერიმენტებით, რაც საბოლოოდ დასრულდა ასეთი მეორეული სტრუქტურის იდენტიფიკაციით კიბოს უჯრედებში.

კვლევის შედეგები განხორციელებულია ბრიტანეთის კიბოს კვლევის ფონდის ეგიდით და ერთმნიშვნელოვნად აფიქსირებს კავშირს დნმ-ის ოთხძაფიანი კვადრუპლექსების კონცენტრაციასა და დნმ-ის რეპლიკაციის პროცესს შორის, რომელიც არის გასაღები უჯრედების დაყოფისათვის.

 

სრულად

 

წყარო:Nature Chemistry, 2013; DOI: 10.1038/nchem.1548

 

გამოქვეყნებულია: 26-03-2013