ეს საინტერესოა

 

რა ხდება ქიმიკოსების თავში?

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ყოველთვის არ ვაცნობიერებთ, ჩვენი ტვინი ხარჯავს უამრავ დროს არასაჭირო ინფორმაციის გადამუშავებისათვის - ცხოვრება მუდმივად გვაწვდის ჩვენთვის არასაჭირო ინფორმაციას და ჩვენი აზროვნების ამოცანაა გადაახარისხოს მოწოდებული ინფორმაცია პრიორიტეტების მიხედვით და გამოვიყენოთ ის გადაწყვეტილების მისაღებად.

აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლური უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის სპეციალისტმა ჯონ კოლიმ (John Coley) და Novartis ფარმაცევტმა-ქიმიკოსებმა შეისწავლეს როგორ მიმდინარეობს მოძიებისა და გადაწყვეტილებების მიღების პროცესი ახალი მედიკამენტების გადამუშავების დროს. კვლევის შედეგები გვაძლევს საშუალებას ვისაუბროთ გადაწყვეტილებების გარკვეულ შეუსაბამობაზე, რომელსაც ჩვენ ვიღებთ შეგნებულ და ქვეცნობიერ დონეზე.

კვლევის მიმდინარეობისას ფსიქოლოგებმა თხოვეს Novartis-ის ცხრამეტივე ქიმიკოსს დაესკანირებინათ რვა პარტია 500 ქიმიური ფრაგმენტისა და მოეხდინათ მათი იდენტიფიცირება რათა დაედგინათ ამ ნაერთებიდან რომელი იყო ყველაზე პერსპექტიული ახალი სამკურნალო პრეპარატის შესაქმნელად. ანალიზის საფუძველზე აგებულ იქნა სტატისტიკური მოდელები, რაც მომავალში მათი იდენტიფცირების საშუალებას მოგვცემს.

 

სრულად

 

წყარო:PLoS ONE 7(11): e48476. doi:10.1371/journal.pone.0048476

 

გამოქვეყნებულია: 26-03-2013