ეს საინტერესოა
ინსულინის უჯრედთან უერთიერთქმედების მექანიზმი დადგენილია
ინსულინის აღმოჩენამ, რომელიც თითქმის საუკუნის წინ მოხდა, დიაბეტი სასიკვდილო დაავადების კატეგორიიდან საშიში ქრონიკული დაავადებების კატეგორიაში გადაიყვანა.
ამ აღმოჩენის შესახებ ცნობა გაავრცელეს ქეიზის დასავლეთის სარეზერვო უნივერსიტეტის მკვლევარებმა, რამაც შესაძლებელია გამოიწვიოს დიაბეტით დაავადებული ადამიანთა ცხოვრების კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გაუმჯობესება.
მრავალი ათეული წლის განმავლობაში ინსულინი უჯრედებთან ურთიერთქმედების მხოლოდ ვარაუდი არსებობდა. დღეისათვის კი საერთაშორისო ჯგუფის მკვლევარებმა ექსპერიმენტით დადასტურებული შედეგით გასცეს ამ კითხვას პასუხი. გარდა ამისა ბიქომიკოსებმა მიაგნეს, თუ როგორ იცვლება ინსულინის მოლეკულური აღნაგობა უჯრედებთან ურთიერთქმედების შედეგად.
ჯგუფის ხელმძღვანელი მაიკლ ვაისი (Michael A. Weiss) აცხადებს, რომ კვლევის შედეგებს დიაბეტით დაავადებულთათვის ექნება დიდი მნიშვნელობა. კვლევის შედეგად მიღებულმა ინფორმაციამ შეიძლება მნიშვნელოვნად გაზარდოს შანსი იმისა, რომ მომავალში შემუშავებული იქნება დიაბეტის უფრო ეფექტური თერაპია ინსულინით, ხოლო ინსულინის შპრიცები და ტუმბოები პერორალური მიღების პრეპარატებით შეიცვალოს.
ვაისის სამუშაოები, რომელიც დაკავშირებულია ინსულინის თვისების შესწავლასთან კარგად არის ცნობილი მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებისათვის. 1991 წელს ვაისმა გამოიყენა ბირთვულ-მაგნიტურ რესონანსული სპექტრი ინსულინის მოლეკულის ზუსტი აღნაგობის დასადგენად, ცოტა ხნის წინ მან შეიმუშავა ინსულინის მსგავსი ჰორმონის საცდელი პროტოტიპი, რომელიც არ საჭიროებს გაყინულ მდგომარეობაში შენახვას. ეს კი წარმოადგენს მნიშვნელოვან გარღვევას განვითარებად ქვეყნებში დიაბეტთან ბრძოლის წინააღმდეგ.
წყარო:Science Daily
გამოქვეყნებულია: 26-03-2013