ეს საინტერესოა

 

მექანოქიმიურ რეაქიებში პოლიმერული დამაკავშირებლების როლი

დაზიანების ადგილზე თვითაღდგენადი პოლიმერები ან სხვა მასალები იწყებენ ნათებას ან იცვლიან ფერს მექანოქიმიური რეაქციის მიმდინარეობის წყალობით , ვინაიდან მექანიკური ზემოქმედების შედეგად იცვლება ნივთიერების შემადგენლობა და აღნაგობა .

დღემდე მექანოქიმიური პროცესების შესწავლისას მკვლევარები ძირითადად კონცენტრირებას ახდენდნენ მექანოფორული ჯგუფების შესწავლაზე , რომლებიც შედიან ინტელექტუალური მასალების შემადგენლობაში და იცვლიან თავიანთ სტრუქტურას დაძაბულობისა და შეკუმშვის შედეგად.

მკვლევარებმა სტეფან კრეტის (Stephen L. Craig) ჯგუფიდან ახლახანს დაადგინეს, რომ ასეთი მასალების რეაქციისუნარიანობაზე შეუძლია გავლენა მოახდიოს სხვა ჯგუფებმაც, ისეთებმა რომლებიც ადრე მკვლევართა მიერ აღიქმებოდა როგორც შინაგანად არარეაქციისუნარიანი „ჯგუფები - მოწმეები“.

მკვლევარებს მოლეკულურმა ძალურმა სპექტროსკოპიამ პოლიმერული ძაფების მოქაჩვის საშუალება მისცა , რომლებიც შეიცავენ განმეორებად ჰემიდილაჰოგენპროპანულ ჯგუფებს, ასევე განსაზღვრონ რა ხდება ციკლოპროპანული რგოლის გახსნის დროს.

აღმოჩენილ იქნა, რომ რიგი მოლეკულური ლინკერებისა, რომელიც განლაგებულია ციკლოპროპანულ მექანოფორულ ჯგუფებს შორის ხელს უწყობს სამწევრიანი ციკლების უფრო ეფექტურ გახსნას - პოლინორბორნენულ ლინკერებს კი შეუძლიათ ერთი და იგივე მექანიკური ზემოქმედების შედეგად სამჯერ სწრაფად ციკლოპროპანული ციკლის გახსნა, ვიდრე პოლიბუტადიენურ ლინკერებს, რომლებიც აკავშირებენ მექანოფორებს.

 

სრულად

 

წყარო:Nat. Chem., DOI: 10.1038/nchem.1540

 

გამოქვეყნებულია: 20-02-2013