ეს საინტერესოა

 

ნანოქიმიკოსების ყურადღება მიიქცია უძველესმა ეგვიპტურმა საღებარმა

კედლების დამუშავებისათვის და კერამიკული ნაკეთობების შესაღებად ძველი ეგვიპტელები იყენებდნენ სპილენძშემცველ ლურჯ პიგმენტს. მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ეს პიგმენტი ადვილად წარმოქმნის ნანოგამონაზარდებს, რომლებიც ასხივებენ ახლო იწ-სპექტრში. როგორც მკვლევარები ამტკიცებენ, ამ თვისებამ შეიძლება გამოყენება პოვოს სამედიცინო დიაგნოსტიკაში ან გაყალბებისგან დაცული დოკუმენტების შესაქმნელად.
თინა სალგუერომ (Tina Salguero), არაორგანული ქიმიის სპეციალისტმა ჯორჯიის უნივერსიტეტიდან შეისწავლა მასალები, რომელსაც აქვს შრეული აღნაგობა. მკვლევარები ხლეჩავენ ასეთ მასალებს ცალკეულ ნანოგამონაზარდებად, რომელთაც პრაქტიკულად ახასიათებთ სასარგებლო თვისებები - მაგალითად, უნარი მოიმარაგოს ელექტრული მუხტი ან ელოქტროგამტარობა.
ერთხელ კრისტოფერ ბარეტმა, რომელიც თინა სალგუეროს ჯგუფში მუშაობდა, ერთ-ერთი სატელევიზიო პროგრამის ყურების შემდეგ აზრად მოუვიდა შეესწავლა რიგი ასეთი შრეული მასალებისა - პიგმენტებისა, რომლებსაც ძველი მსოფლიოს მხატვრები იყენებდნენ. სალგუერომ წაახალისა მისი წამოწყება ასეთი პიგმენტების გამოკვლევის შესახებ, რომლებიც ქიმიკოსებმა მიიღეს კულტურული მემკვიდრეობის სახით ძველი ოსტატებისაგან.
ერთ-ერთი ასეთი პიგმენტია - ეგვიპტის ლურჯი. ის წარმოადგენს კალციუმ სპილენძის ტეტრასილიკატის ნარევს (CaCuSi4O10) ჩამაგრებული სილიციუმის დიოქსიდთან ერთად. არქეოლოგი მარკ აბბე აცხადებს, რომ ეგვიპტის ლურჯი პიგმენტი ცნობილი კომპლექსური პიგმენტებიდან უძველესია. მას ჩვ. წ. აღრიცხვამდე მესამე ათასწლეულის დასაწყისში იყენებდნებ ეგვიპტეში, საბერძნეთში და მესოპოტამიაში ლაზურიტის შესაცვლელად. ცოტა ხნის წინ მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ ხილული სხივებით დასხივებისას ეგვიპტის ლურჯი ასხივებს ახლო ინფრაწითელ დიაპაზონში, ამავე დროს აღსანიშნავია ისიც, რომ იმდროინდელი არცერთი ანტიკური მასალა არ გამოირჩევა ასეთი ძლიერი ლუმინესცენციით.

 

წყარო:-

 

გამოქვეყნებულია: 20-02-2013