ეს საინტერესოა
უსაფრთხო აგენტები სისხლის კოაგულაციისათვის
ახალი ტოქსიკოლოგიური კვლევის შედეგები მიუთითბენ, რომ ღია ჭრილობებიდან სისხლდენის შესაჩერებლად, შედარებით ნაკლებად სახიფათო მასალას წარმოადგენენ ქაფები, ვიდრე დღეს გამოყენებადი თიხები.უბედური შემთხვევის დროს მიღებული ტრამვების შედეგად გამოწვეული სისხლდენა წარმოადგენს სიკვდილის ერთ-ერთ მთავარ მიზეზს. დღეს-დღეობით ჰემოსტატიკურ აგენტებად (ჰემოსტატიკური აგენტები -საშუალება, რომელიც გამოიყენება ადგილობრივად სხვადასხვა წარმოშობის გარე სისხლდენის შესაჩერებლად სისხლის შედედების ხარჯზე) გამოიყენება შესახვევი მასალა რომელშიც ფენებად ჩართულია ალუმოსილიკატური თიხა, მაგალითად, თიხა- კაოლინი. თიხის საფუძველზე დამზადებულ ასეთ პრეპარატებს გააჩნიათ განსხვავებული ციტოტოქსიკურობა და მათი ჭრილობიდან მოცილება რთულია, რაც თრომბოზის წარმოშობის რისკს მნიშვნელოვნად ზრდის.
სისხლის შედედების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად გადასახვევ მასალას უმატებენ ჰემოსტატიკურ აგენტებს.
მკვლევარებმა სინგაპურიდან და აშშ-დან, დანიელ ზინკის მეთაურობით (Daniele Zink) სინგაპურის ბიოინჟინერიისა და ნანოტექნოლოგიის ინსტიტუტიდან და გალენ სტაკი (Galen Stucky) კალიფორნიის უნივერსიტეტიდან in vitro ტესტების საშუალებით აჩვენეს, რომ სილიციუმის ოქსიდის საფუძველზე მეზოუჯრედული ქაფი მარკით MCF-26, ადამიანის უჯრედის მიმართ ავლენს 10-100- ჯერ ნაკლებ ციტოტოქსიკურობას თიხასთან შედარებით და ამასთანავე მას გააჩნია სისხლის შედედების უნარი.
ზინკი იუწყება, რომ უფრო ეფექტური და უსაფრთხო მასალა შეიძლება იყოს ქაფი MCF-26 , ვიდრე დღეს არსებული ჰემოსტატიკური პრეპარატები.
წყარო:-
გამოქვეყნებულია: 28-01-2013