ეს საინტერესოა

 

ჭკვიანი ფანჯრები ინახავენ მზის ენერგიას

ჩინელმა მკვლევარებმა შექმნეს ჭკვიანი ფანჯრები, რომელიც ხელს უწყობს შენობის გათბობას სიცივეში და გაგრილებას სიცხეში, მათი გამოყენება ასევე შესაძლებელია შენობაში არსებული ელექტრომოწყობილობების კვების წყაროდ. მსოფლიოს ზოგიერთ შენობაში უკვე გამოიყენება „ჭკვიანი ფანჯრები“ - ისინი ემსახურებიან შენობაში ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებას მათი განათების კონტროლის ხარჯზე გარკვეულ სპექტრალურ დიაპაზონში სხივების გატარებით და ა.შ. „ჭკვიანი ფანჯრები“-ს გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულ მაგალითს წარმოადგენს მუზეუმის ფანჯრები და ვიტრინები, რომელიც იცავს ექსპონატებს მზის სხივებით დაზიანებისაგან. ჟიხიანგ ვეიმ (Zhixiang Wei) ნანოგამოკვლევებისა და ტექნოლოგიის ნაციონალურ ცენტრში შექმნა ჭკვიანი ფანჯარა, რომელიც სუპერკონდენსატორისა და ელექტროქრომული მასალის კომბინაციას წარმოადგენს და შეუძლია ფერის ცვლილება. ახალი მასალა მზის სხივებით დასხივებისას შთანთქავს სხივებს, აბსორბირდება და ინახავს ენერგიას, როდესაც აღწევს დაგროვების შესაძლებლობების ზღვარს, ფანჯარა მუქდება, რითაც ხდება გატარებული სხივის დონის შემცირება. ასეთი მიდგომა იძლევა საშუალებას გაკონტროლებულ იქნას შენობის ტემპერატურა და განათება, ასევე შესაძლებელია ენერგიის მარაგის შექმნა, რომელიც შემდგომ გამოყენებულ იქნება შენობაში არსებული ელექტრომოწყობილობების კვებისათვის. დაგრობილი ენერგიის მოხმარებისთანავე ჭკვიანი ფანჯრის გამჭვირვალობა იზრდება და ის იწყებს დამატებითი ენერგიის შეგროვებას .......

 

სრულად

 

წყარო:Energy Environ. Sci., 2012, DOI: 10.1039/c2ee21643d (23.6.2012)

 

გამოქვეყნებულია: 09-01-2013