ეს საინტერესოა
„ფოტოაპარატი“ ქიმიური ბმებისათვის
მკვლევარებმა ამერიკის შეერთებული შტატებიდან და გერმანიიდან შეიმუშავეს ახალი მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მოლეკულების ზუსტი სამგანზომილებიანი გამოსახულების მიღება, რაც მოლეკულებში ქიმიური ბმების ზუსტი გეომეტრიის დადგენის საშუალებას იძლევა.კვლევის შედეგებს შეუძლია უზრუნველყოს ელემენტალური ქიმიური რეაქციების მექანიზმის შესწავლა და პროცესის მიმდინარეობისას ბმების ბუნების ცვლილებებზე დაკვირვება.
წყარო:Phys. Rev. Lett., 2012, 108, 233002 (DOI: 10.1103/PhysRevLett.108.233002) (19.6.2012)
გამოქვეყნებულია: 09-01-2013