ეს საინტერესოა
წითელი სინათლე ნანომილაკებიდან
ნანომილაკებს ადამიანის თვალი აღიქვავს შავი ფხვნილის სახით. სინათლის გამოსხივების ინდუცირებისათვის დიდი ძალისხმევაა საჭირო, რადგან ისინი კარგი ელექტროგამტარებია და შეუძლიათ ახლოს მოთავსევული სხვა ლუმინესცენტური ნაერთის მიერ გამოსხივებული სინათლის შთანთქმა. პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტის მკვლევარებმა ვარშავიდან სულ ახლახანს შექმნეს ნანომილაკების უი სხივებით დასხივებისას წითელი გამოსხივების მიღების მარტივი მეთოდი.მკვლევარები ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო პროექტში FINELUMEN, რომელსაც კოორდინირებას უწევდა დოქ. ნიკოლა არმოლინი ბოლონიიდან (Istituto per la Sintesi Organica e la Fotoreattivita, Consiglio Nazionale delle Ricerche (CNR-ISOF). მათ მეირ შემუავებული იქნა ახალი ფოტომასალის წარმოების ეფექტური მეთოდი: ნანომილაკების დაფარვა ისეთი ნაერთებით, რომელთაც წითელი სინათლის გამოსხივების უნარი გააჩნიათ. "ჩვენ შევეცადეთ ლანთადიდების მაღალ ეფექტური ლუმინესცენციური თვისება გაგვიერთიანებინა ნანომილაკების ელექტრულ და მექანიკურ თვისებებთან" განაცხადა პროფ. Marek Pietraszkiew-მა ვარშავის ფიზიკური ქიმიის ინსტიტუტიდან.
წყარო:ScienceDaily (July 14, 2011)
გამოქვეყნებულია: 25-10-2011