ეს საინტერესოა
ახალი ელექტროგამტარი პოლიმერები
ელექტროგამტარი პოლიმერები ცნობილია 1970-იანი წლებიდან. მკვლევარების ალან ჰეეგერის, ალან მაკდიარმიდისა და ჰიდეკი შიკავას მიერ აღმოჩენლი იქნა, რომ გარკვეული პოლიმერები, რომელთაც გააჩნდათ ატომების სპეციფიური განლაგება, შესწევდათ ელექტრული დენის გატარების უნარი. ამ აღმოჩენისათვის სამივე მკვლევარმა 2000 წელს ნობელის პრემია მიიღო.
მიმდინარე წელს იოვას უნივერსიტეტის პროფესორმა მაკილა ჯეფრი-ელმა პოსტ-დოქტორანტთან და ცხრა დოქტორანტთან ერთად საფუძვლიანად შეისწავლა კავშირი პოლემერების აღნაგობასა და მათი ელექტრული დენის გამტარიანობის უნარს შორის. ავტორები აცხადებენ, რომ მათ მიერ მიღებული პოლიმერები თვისებებით აღემატებიან სილიციუმის ბაზაზე დამზადებულ ნახევარგამტარებს და შესაძლებელია თვისებების მოდიფიცირება მათდამი წაყენებული მოთხოვნების შესაბამისად.
წყარო:
გამოქვეყნებულია: 26-10-2011