ეს საინტერესოა
ნობელის პრემია ქიმიაში 2010 წელს
შვედეთის სამეფო მეცნიერებათა აკადემიამ 2010 წელს ნობელის პრემით დააჯილდოვა:
რიჩარდ ფ. ჰეკი (Richard F. Heck, დელავერის უნივერსიტეტი, აშშ), ეი-იჩი ნეგიში (Ei-ichi Negishi), პერდიუს უნივერსიტეტი აშშ) და აკირა სუზუკი (Akira Suzuki) ჰოკაიდოს უნივერსიტეტი, იაპონია)
"ორგანულ სინთეზში პალადიუმ კატალიზური ჯვარედინი შეუღლებებისათვის"
რიჩარდ ფ. ჰეკი დელავერის უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი, აშშ დაიბადა 1931 წელს სპრინგფილდში. Ph.D. მიიღო 1954 წელს ლოს ანჯელესის კალიფორნიის უნივერსიტეტი. |
ეი-იჩი ნეგიში იაპონია, პერდიუს უნივერსიტეტის ქიმიის პროფესორი, აშშ დაიბადა 1935 წელს ჩანგჩუნში (ჩინეთი). Ph.D. მიიღო 1963 წელს პელსილვანიის უნივერსიტეტი (ფილადელფია, აშშ) |
აკირა სუზუკი,იაპონია. ჰოკაიდოს უნივერსიტეტის ემერიტუს პროფესორი. დაიბადა 1930 წელს მუკავაში, იაპონია. Ph.D. მიიღო 1959 წელს. |
დიდი ხელოვნება სინჯარაში
ორგანული ქიმია იმდენად განვითარდა რომ ხელოვნებაში შეიჭრა და დღეისათვის მეცნიერებს უკვე ხელთეწიფებად სინჯარებში მიიღონ მეტად განსაცვიფრებელი ნივთიერებები . ამ ყველაფრიდან კი კაცობრიობა იღებს დიდი ბენეფიტს ახალი თაობის მედიკამენტების, მიკრო- და ნანო ელექტრონიკისა თუ სხვა მოწინავე ტექნოლოგიების მასალების სახით.
მიმდინარე წელს ნობელის პრემია ქიმიაში მიენიჭათ რიჩარდ ფ. ჰეკს, ეი-იჩი ნეგიშს და აკირა სუზუკის „ორგანულ სინთეზში პალადიუმ კატალიზური ჯვარედინი შეუღლებების მეთოდის შემუშავებისათვის. ამ მეთოდის საშუალებით ქიმიკოსებს ეძლევათ საშუალება განახორციელონ ისეთი რთული აღნაგობის ნახშირბადოვანი ნაერთები, რომელთა სინთეზი მხოლოდ ბუნებას შეეძლო მანამდის.
ორგანული ქიმია (ნახშირბადოვანი ნაერთები) არის სიცოცხლის საფუძველი და პასუხისმგებელი მრავალი ბუნებრივი ფენომენის არსებობაზე, მაგალითად როგორიცაა ყვავილის ფერი, გველის შხამი და ბაქტერიების გამანადგურებელი სუბსტანციები (მაგ. პელიცილინი).
ასეთი რთული აღნაგობის ნაერთების მისაღებად ქიმიკოსებს უწევთ ნახშირბადატომების ერთმანეთთან დაკავშირება, მაგრამ ნახშირბადი მდგრადი ნაერთია და იგი მარტივად არ ურთიერთქმედებს ერთმანეთთან. პირველი მეთოდი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი გახდა ნახშირბადობანი ჩონჩხის კონსტრუირება, ითვალისწინებდა ერთ-ერთი ნანშირბადატომის გადაყვანას აქტიურ, შედარებით უფრო რეაქციიისუნარიან ფორმაში. მაგრამ ასეთი მეთოდები, მიუხედავად იმისა რომ წარმატებით მუშაობენ მარტივი სტრუქტურების მიღებისას, არაპრაქტიკულნი აღმოჩნდნენ რთული აღნაგობის ნაერთების სინთეზისას, ვინაიდან ძირითად ნაერთთან ერთად ყოველთვის მიიღება დიდი რაოდენობით უამრავი თანაური პროდუქტი.
პალადიუმით კატალიზირებულმა ჯვარედინი შეუღლების მეთოდმა აღნიშნული პრობლემები წარმატებით გადაწყვიტა და ქიმიკოსებს საშუალება მისცა შედარებით მარტივი ტექნიკის საშუალებით მიიღონ საკმაოდ რთული სტრუქტურები. ჰეკის რეაქციაში, ნეგიშის რეაქციაში და სუზუკის რეაქციაში ნახშირბად და პალადიუმის ატომების ურთიერთშეხვედრის ეფექტი, შეიძლება შევადაროთ აქსელერატორზე ფეხის სწრაფ დაჭერას.
პალადიუმ კატალიზირებული ჯვარედინი შეუღლების რეაქცია დღეისათვის უკვე ფართოდ გამოიყენება, მათ შორის მედიკამენტებისა და ელექტრონიკაში გამოყენებული მასალების სამრეწველო სინთეზში.
ქიმიაში 2010 წლის ნობელის პრემიის სამეცნიერო მიმოხილვა *.PDF
წყარო:
გამოქვეყნებულია: 26-10-2011