ეს საინტერესოა
როგორი უნდა იყოს მზისგან დამცავი საშუალებები
მზისგან დამცავი კრემი არის ლოსიონი, სპრეი ან სხვა ზედაპირული მოქმედების პროდუქტი, რომელიც იცავს კანს მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან, ამცირებს მზის დამწვრობას და კანის სხვა დაზიანებებს, რაც საბოლოოდ ამცირებს კანის კიბოს რისკს.
დადგენლია, რომ ულტრაიისფერი გამოსხივება ტალღის სიგრძით 290-დან 320 ნანომეტრამდე იწვევს კანის დამწვრობას, ხოლო 320-დან 400 ნანომეტრამდე დიაპაზონის სხივები კი - კანს აზიანებს უფრო გრძელვადიანი ეფექტებით, როგორიცაა კანის ნაადრევი დაბერება.
ამდენად, კანის მოვლის საშუალებები უნდა მოიცავდნენ ორივე სახის დიაპაზონის ტალღების ზემოქმედების საწინააღმდეგო კომპონენტებს. ასეთი კომპონენტები კი შეიძლება იყოს ორგანული ნივთიერებები, რომლებსაც აქვთ უი სხივების შთანთქმის უნარი, რიტაც ამცირებენ მზის ენერგიის კანზე მოქმედების ეფექტს, ან არაორგანული ნაერთები (მაგ. ტიტანის დიოქსიდი, თუთიის ოქსიდი), რომლებიც კანის ზედაპირზე წარმოქმნიან გაუმჭვირვალე ფენას და მზის სხივების ზემოქმედებას არეკვლით ამცირებენ. ცხადია, ყველაზე ეფექტურ კანის დამცავ საშუალებად მიიჩნევა ის საშუალებები, რომლებიც ორივე სახის კომპონენტებს მოიცავენ.
წყარო:Science Daily.
გამოქვეყნებულია: 14-06-2021