ეს საინტერესოა

 

თაფლი, როგორც ანტიბიოტიკი

ტკბილი სიახლე მათთვის, ვინც ახალ ანტიბიოტიკებს ეძებს. FASEB Journal- ის 2010 წლის ივლისის ბეჭდურ გამოცემაში გამოქვეყნებული ახალი კვლევა განმარტავს, თუ როგორ კლავს თაფლი ბაქტერიებს. კერძოდ, კვლევამ აჩვენა, რომ თაფლის ანტიბაქტერიული თვისებები დამოკიდებულია თაფლში ცილის დეფენსინ-1-ის შემცველობით. კვლევის შედეგები იმდენად დამაიმედებელია, რომ ეს ცილა ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება გამოყენებულ იქნას  დამწვრობისა და კანის ინფექციების სამკურნალოდ, აგრეთვე  ახალი მედიკამენტების შესაქმნელად, რომლებიც ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი ინფექციების წინააღმდეგ ბრძოლას შეძლებენ.

"ჩვენ მთლიანად განვმარტეთ ერთი სამედიცინო ხარისხის თაფლის ანტიბაქტერიული აქტივობის მოლეკულური საფუძველი, რაც ხელს უწყობს მის გამოყენებას მედიცინაში", - თქვა დოქტორმა სებასტიან ზაატმა, მკვლევარმა, რომელიც მონაწილეობდა ამსტერდამის აკადემიური სამედიცინო ცენტრის სამედიცინო მიკრობიოლოგიის განყოფილების კვლევით სამუშაოებში. ”თაფლის ან იზოლირებული თაფლის კომპონენტებს შეიძლება დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის.”



მასალა მომზადებულია ანი ჩაბრავას მიერ.

 

სრულად

 

წყარო:Science Daily

 

გამოქვეყნებულია: 07-06-2021