ეს საინტერესოა
ვერცხლი ბაქტერიების წინააღმდეგ
ათასწლეულების განმავლობაში იყენებდნენ ვერცხლს ანტიმიკრობული და ანტიბაქტერიული თვისებების გამო. მიუხედავად იმისა, რომ სადეზინფექციო საშუალებად მისი გამოყენება საყოველთაოდ ცნობილია, მისი გავლენა ბაქტერიებზე არ არის კარგად შესწავლილი.
მეცნიერები ბოლო ხანებში დააკვირდნენ ვერცხლის ნანონაწილაკების ურთიერთქმედებას ახლომდებარე ნაწლავის ჩხირის (E. coli) კულტურასთან და აღმოაჩინეს, რომ იგი განიცდის რამდენიმე დრამატულ ცვლილებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ნაწლავის ჩხირის უჯრედებმა გამოიწვიეს მნიშვნელოვანი გარდაქმნები ვერცხლის ნაწილაკების ზომასა და ფორმაში.
ხშირად მიიჩნევა, რომ ამ პროცესში ვერცხლი უცვლელი რჩება, მაგრამ მეცნიერთა მიერ შესრულებული სამუშაო აჩვენებს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.
ელექტროსტატიკური ურთიერთქმედება ვერცხლსა და ბაქტერიებს შორის იწვევს ვერცხლის ნაწილაკების ნაწილობრივ დაშლას, რადგან იგი ეხმარება იონებს ბაქტერიულ უჯრედებში შეღწევაში. ეს დაშლა ცვლის ვერცხლის ნაწილაკების ფორმას, მცირდრბა მისი ზომა და სამკუთხა ფორმები იცვლება წრეებად.
ეს ეფექტები კიდევ უფრო გამოხატულია, თუ ნაწლავის ჩხირის უჯრედებს წინასწარ ამუშავებენ , რათა გაზარდონ მათი მემბრანის გამტარიანობა ვერცხლთან ურთიერთქმედებისას.
”ამ კვლევიდან ჩანს, რომ ვერცხლი ” მოიხმარა ” ბაქტერიამ ურთიერთქმედების შედეგად”, - თქვა გუგელიმო ლანზანმა, ნაშრომის ერთ-ერთმა ავტორმა და IIT- ინსტიტუტის ნანო მეცნიერებისა და ტექნოლოგიის ცენტრის დირექტორმა.
საბედნიეროდ, ეს "მოხმარება" გავლენას არ ახდენს ვერცხლის ანტიმიკრობულ თვისებებზე, რადგან ეფექტი ძალიან მცირეა.
ამის მიუხედავად, ჯგუფი გეგმავს შემდგომ ექსპერიმენტებს ქიმიური გზების შესასწავლად, რომლებიც ვერცხლის სტრუქტურულ ცვლილებებს იწვევს. ისინი იმედოვნებენ, რომ გაარკვევენ, თუ რატომ მუშაობს ვერცხლი სხვა მასალებზე უკეთესად, როგორც ანტიბაქტერიული ზედაპირი, და რატომ არის ბაქტერიული მემბრანა განსაკუთრებით დაუცველი ვერცხლის მიმართ ,როცა სხვა უჯრედები ნაკლებად განიცდიან გავლენას.
წყარო:Science Daily
გამოქვეყნებულია: 07-06-2021