ეს საინტერესოა

 

ფერმენტების მახასიათებელი ნიშნების გაუმჯობესება გენების შეცვლით

საინჟინრო მეთოდით ფერმენტების წინასწარ განზრახული  მახასიათებლების შეცვლა საკმაოდ რთულია და მუდმივად ეძებენ ახალ ფერმენტებს, რომლებსაც აქვთ სასურველი მახასიათებლები. ფერმენტების de novo დიზაინი ჯერ კიდევ ბევრად აღემატება მეცნიერთა დღევანდელ გაგებას, ამიტომ ახალი ფერმენტების აღმოჩენის ყველაზე ხშირად გამოყენებული მიდგომაა მათი ძებნა ბუნებრივ წყაროებში. ამის მიუხედავად, გენების შეცვლა უზრუნველყოფს ახალი ფერმენტების მიღების სხვა მეთოდს, ამ შემთხვევაში ბუნებრივი ფერმენტების ხასიათის შეცვლით. გენების გადატანის ეფექტურობა ნაჩვენებია β- გლუკოზიდაზას, ლიზოციმისა და ქსილანაზასთვის, თუმცა გენების შეცვლა ხელს უშლის ცილების კონფიგურაციის სწორად  დარღვევას, რომელთა კოდირებაც ხდება. ამასთან, როგორც ნაჩვენებია ამინოპეპტიდაზას შემთხვევაში, შეცვლილი გენის მუტაციების დანერგვით შეიძლება მიღწეულ იქნას სამიზნე ფერმენტის სწორი კონფიგურაცია.



მასალა მომზადებულია ანა ჩაბრავას მიერ.

 

სრულად

 

წყარო:Kiyoshi Hayashi, et al, ACS Symposium Series, Vol. 776

 

გამოქვეყნებულია: 07-06-2021