ეს საინტერესოა

 

ლითონებით გამოწვეული ალერგია

მეტალების მიერ გამოწვეული ალერგიის გავრცელების დონე საკმაოდ მაღალია მსოფლიოში  და დადგენილია, რომ ქალების 17% და მამაკაცთა 3% ალერგიულია ნიკელის, ხოლო 1−3% კობალტისა და ქრომის მიმართ. დერმატიტით დაავადებულთა შორის ლითონის ალერგიის გავრცელება კიდევ უფრო მაღალია. მეტალზე ალერგია ძირითადად ეკოლოგიური ფაქტორითაა გამოწვეული, თუმცა  აღმოჩნდა, რომ ფილაგრინის გენის კომპლექსში ნულოვანი მუტაციები დაკავშირებულია ნიკელზე ალერგიასთან და დერმატიტთან. 

ლითონით ორგანიზმზე ზემოქმედება შეიძლება გამოწვეული იყოს  სამკაულების, ღილაკების, ტანსაცმლის შესაკრავების, სტომატოლოგიურ მოწყობილობების, მობილური ტელეფონებისა და ტყავის მეშვეობით. მეტალთა შორის ნიკელი, კობალტი და ქრომი ყველაზე მნიშვნელოვანი კონტაქტური ალერგენებია. ამასთან, ბოლო პერიოდში, ოქროსა და პალადიუმს დიდი ყურადღება ექცევა, რადგან ამ მეტალებზე კონტაქტური ალერგიის გავრცელება მაღალია. პალადიუმზე ალერგია ძირითადად ნიკელის მიმართ ჯვარედინი-სენსიბილიზაციის შედეგია, ვინაიდან ოქროზე ალერგია იშვიათად არის კლინიკურად მნიშვნელოვანი, როდესაც მხედველობაში მიიღება მისი მაღალი გავრცელება.

ევროპაში ცოტა ხნის წინ შეიცვალა ლითონით გამოწვეული ალერგიის ეპიდემიოლოგია, რადგან შემცირდა სამომხმარებლო პროდუქტებში ნიკელის გამოყენება და შემოიღეს რეგულაციები. ამერიკის შეერთებულ შტატებში ნიკელზე ალერგიის პრევალენტობა კვლავ იზრდება, რაც შეიძლება აიხსნას რეგულაციის არარსებობით. ქრომით გამოწვეული ალერგიის გავრცელება იზრდება შეერთებულ შტატებში, სინგაპურსა და დანიაში დერმატიტით დაავადებულთა შორის. ეს ზრდა მნიშვნელოვნად უკავშირდება დანიაში ტყავის წარმოებას.

ლითონის მიერ გამოწვეულმა ალერგიამ შეიძლება გამოიწვიოს კონტაქტური დერმატიტი და სისტემური ალერგიული (კონტაქტური) დერმატიტი. გარდა ამისა, იგი ასოცირდება მოწყობილობის წარუმატებლობასთან ინტრაკორონარული სტენციის, თეძოს და მუხლის პროთეზების და სხვა იმპლანტანტების ჩასმის შემდეგ. სწორედ ზემოთ მოყვანილ მიზეზთა გამო ამ სფეროში საჭიროა მეტი კვლევა და რეგულაციები, რაც თავის მხრივ შეამცირებს ალერგიის დონის ზრდას მსოფლიოში.



მასალა მომზადებულია ანა ჩაბრავას მიერ.

 

სრულად

 

წყარო:Jacob P. Thyssen and Torkil Menné, Chemical Research in Toxicology 2010 23 (2), 309-318

 

გამოქვეყნებულია: 07-06-2021