ეს საინტერესოა

 

დიაბეტი და შოკოლადი: მეგობარი თუ მკვლელი?

შოკოლადი ითვლება ყველასთვის საყვარელ  საკვებად, რომელიც მზადდება  შაქრით, ცხიმით, კოფეინით და სხვა ნაერთებით, რაც ხელს უწყობს მის სასურველობას. შოკოლადის სენსორული თვისებები, არომატის, სიტკბოს და ტექსტურის ჩათვლით, მრავალი ქიმიური ცვლილების შედეგად მიიღწევა რომლებიც ხდება დუღილის, მოხალვის და სხვა წარმოების ეტაპებზე. პოლიფენოლები და სხვა ნაერთები, რომლებიც კაკაოსა და შოკოლადში გვხვდება  აქვთ თერაპიული პოტენციალი  დიაბეტის მართვაში.

კონცეფცია რომლის თანახმადაც, შოკოლადს აქვს პოტენციურად თერაპიული სარგებელი შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის, განსაკუთრებით მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის,  წარმოადგენს  გამომწვევ სიახლეს  კლინიკური და სოციოლოგიური თვალსაზრისით. თითქოს წარმოუდგენლადაც ჩანს ამგვარი ენერგიით მდიდარი საკვების შეთავაზება დიაბეტით დაავადებული ადამიანებისთვის, რომელიც შეიცავს შაქარს და ხშირად მოიხსენიებენ მას "დიეტურ ცოდვად". თუმცა, საკმაო რაოდენობის კლინიკური და ცხოველებზე ჩატარებული  კვლევები  აჩვენებს დადებით შედეგს კაკაოს და შოკოლადის სარგებელთან დაკავშირებით, როგორც გლუკოზის მარეგულირებელ, ასევე დიაბეტთან დაკავშირებულ გართულებების მოდიფიკატორ დანამატად. მეცნიერმა ცეზარ ფრაგამ 2005 წელს პირველად შემოგვთავაზა სტატია კლინიკური კვების ამერიკულ ჟურნალში შოკოლადის გამოყენებასთან დაკავშირებით  დიაბეტით დაავადებულთათვის. ასევე გამოითქვა ვარაუდი, რომ უნდა მოვიხმაროთ მეტი კაკაო და შოკოლადი ჰიპერტენზიის და დიაბეტის  შესამცირებლად. გრასიმ და მისმა კოლეგებმა  კიდევ უფრო განამტკიცეს მისი აზრი ანტიჰიპერტენზიული და ინსულინის მგრძნობიარე ეფექტის მექანიზმის მონაცემებით. ამასთან, ჰიპოთეზა შოკოლადზე, რომელიც ეხება მის სასარგებლო გავლენას მომხმარებელზე  ჯერ კიდევ ვერ მოიპოვა ფართო მხარდაჭერა სამედიცინო და ჯანდაცვის სექტორში. ბოლო ათწლეულის განმავლობაში დაგროვდა კლინიკური კვლევების მონაცემები, რომლებმაც ეპიდემიოლოგიურ კვლევებთან ერთად, მიაღწიეს მეტა-ანალიზების სერიას. ეს მიმოხილვები  მხარს უჭერს თეორიას, რომ კაკაოსა და შოკოლადს აქვს სასარგებლო გავლენა სისხლის წნევაზე, ლიპიდების რეგულირებაზე და შეთავსებული აქვს ენდოთელიუმის ფუნქცია, მაგრამ ნაკლებ თანმიმდევრულადაა გადმოცემული აზრი ინსულინ რეზისტენტობასთან დაკავშირებით. ამასთან, შოკოლადისა და კაკაოს სასარგებლო ეფექტი რომ განესაზღვრათ დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში ძირითადად კვლევები ჩატარდა ჯანმრთელ ადამიანებზე; (დღეისათვის ძალიან ცოტა კვლევაა ჩატარებული დიაბეტით დაავადებულ ადამიანებში) . ეს ნაშრომი მიზნად ისახავს მეორე ტიპის დიაბეტის მქონე ადამიანების კლინიკურ კვლევებს, რომელშიც დასტურდება  კაკაოსა და შოკოლადის   სასარგებლო ზემოქმედება,  მათ შორის მეთოდოლოგიური გამოწვევების წინაშე დგანან მეცნიერები და მუშაობენ ინ ვიტრო ინტერპრეტაციაზე რომელიც მოიცავს  ამ პროდუქტების ფორმულირებას, რომლებიც შეიძლება შეესაბამებოდეს სამედიცინო კვების თერაპიას  დიაბეტით დაავადებულთათვის.



მასალა მომზადებულია ანა ჩაბრავას მიერ.

 

სრულად

 

წყარო:Mellor, Duane D.; Sathyapalan, Thozhukat; Kilpatrick, Eric S.; Atkin, Stephen L. (2015). Diabetes and Chocolate: Friend of Foe?. Journal of Agricultural and Food Chemistry,

 

გამოქვეყნებულია: 07-06-2021