ეს საინტერესოა

 

მეთანის (ბუნებრივი აირის) მეთანოლში გარდაქმნა ოთახის ტემპერატურაზე იქნება შესაძლებელი

ჩიკაგოს ილინოისის უნივერსიტეტის მკვლევარებმა შეიმუშავეს ბუნებრივი აირის (მეთანის) მეთანოლში ოთახის ტემპერატურაზე კონვერსიის მეთოდი, რომელიც ჟურნალ Proceedings of the National Academy of Academy- ში გამოქვეყნდა.

ყოველწლიურად რამდენიმე გიგატონა ნახშირბადის დიოქსიდის გამომუშავება ხდება მხოლოდ მეთანის წვის შედეგად.  ამდენად, მნიშვნელოვანია ენერგიის უფრო სუფთა წყაროს მიღების მეთოდების შემუშავება.

მეთანის მეთანოლში კონვერსიის მეთოდები უკვე დიდი ხანია არსებობს, მაგრამ ისინი მაღალ ტემპერატურაზე მიმდინარეობს, რაც საწარმოო მასშტაბით განხორციელებისას ნიშნავს ნახშირორჟანგის დამატებითი ემისიას. ამიტომ საინტერესოა ილინოისის უნივერსიტეტის მკვლევრების შემოთავაზება მეთანის მეთანოლში ოთახის ტემპერატურაზე გარდაქმნის შესაძლებლობის თაობაზე.

მეთანოლი ერთ-ერთ მომავლის საწვავად განიხილება, რადგან ნახშირწყალბადებისაგან  განსხვავებით, იგი განახლებად რესურს მიეკუთვნება, შედარებით ადვილია მისი შენახვა-დასაწყობება და წვის შედეგად ნაკლებ ტოქსიკურ ნაერთებს გამოყოფს.

 

სრულად

 

წყარო:Aditya Prajapati, et al. Proceedings of the National Academy of Sciences, 2021; 118 (8):

 

გამოქვეყნებულია: 07-06-2021