ეს საინტერესოა

 

ცელულოზა+ინდიგო=ჯინსი

რამდენად ბევრი ვიცით ქსოვილზე, რომელმაც, შეიძლება ითქვას, გადატრიალება მოახდინა მოდის ინდუსტრიაში. რისგან შედგება რეალურად სამოსი, რომელსაც ნებისმიერი ადამიანის გარდერობში ვხვდებით. ჯინსებმა პოპულარობა გამოჩენისთანავე მოიპოვა და აქტუალობას დღემდე არ კარგავს. ეს არის მყარი ქსოვილი, რომელიც მზადდება ბამბისგან და იღებება ლურჯად საღებრით- ,,ინდიგო“.  ნაჭერი იქმნება ხალიჩის საქსოვი დაზგის პრინციპით. ქსოვილისთვის ძაფებს ბამბისგან ამზადებენ და, მხოლოდ იმ ნაწილი ღებავენ, რომელიც საბოლოოდ ზედაპირზე ჩანს. შესაბამისად, ლურჯი ჯინსები- ლურჯი მხოლოდ გარედანაა, შიგნიდან კი ღია ფერის ან სულაც თეთრია.

 


ჯინსის სიმტკიცე ბამბის შემადგენლობაშია, რომლის უდიდესი ნაწილი ცელულოზაა, რომელიც გლუკოზის პოლიმერია. პოლიმერში უამრავი შიდამოლეკულური ბმაა. ამასთან აღსანიშნავია რომ გლუკოზის ეს პოლიმერი ყველაზე გრძელია. თითოეულ გლუკოზას რომელიც ამ ჯაჭვშია- აქვს სამი ისეთი ჰიდროქსილის ჯგუფი, რომელიც წყალბადურ ბმას წარმოქმნის მიმდებარე ჯაჭვთან. ეს ძლიერი ბმები ჯაჭვებს შორის, შიდა მოლეკულურ ბმებთან ერთად საკმაოდ აძლიერებს ბამბას, რაც მას შემდგომში ქსოვილში გამოყენების საშუალებას აძლევს.

 


უშუალოდ საღებრის პირველ მთავარ ცენტრს ინდოეთში მივყავართ. ,,ინდიგო“ შეფასებული იყო, როგორც საკმაოდ ძვირფასი ნაერთი. ის ერთ-ერთი პირველი და უძველესია იმ საღებრებს შორის, რომლითაც ქსოვილებს ღებავდნენ. წლების შემდეგ საღებრის წარმოება და თვითონ „ინდიგოს“ საღებარიც საკმაოდ შეიცვალა. დღეს მისი მიღება საკმაოდ მარტივი და იაფია. ისტორიულად, მას მცენარეებიდან ექსტრაქციის საშუალებით იღებდნენ, რასაც დღესაც იყენებენ ინდუსტრიაში, თუმცა არა იმ სიხშირით როგორც სინთეზურ გზას.  ის მიიღება მცენარიდან რომელსაც ქვია ინდიგოფერა.  ბუნებრივი „ინდიგოს“ მიღებისთვის შემუშავებული პროცესი რამდენიმე საფეხურისგან შედგება, რადგან საღებრის სახით ის ბუნებაში არ არსებობს.

 


სინთეზური გზა კი სხვა საღებრების სინთეზური გზით მიღებას გავს, რაც ინდუსტრიაში საკმაოდ კარგადაა დანერგილი. ეს ასევე გულისხმობს იმას, რომ გამოიყენება ისეთი ნივთიერებები როგორიცაა : ანილინი, გოგირდმჟავა, ნატრიუმის ტუტე, ჰიფროსულფატები, ფორმალდეჰიდი და სხვ.  ნებისმიერი საღებრისთვის აუცილებელი მახასიათებელი წყალში ხსნადობაა, გამონაკლისი არც „ინდიგოს“ საღებარია. წყალში ხსნადობისთვის, ის ერევა ნატრიუმის ჰიდროსულფიტს რა დროსაც ფერს იცვლის და ყვითლდება. ბამბის ძაფის შეღებვისას ბამბაც ყვითლად იღებება, თუმცა გაშრობისას, შეკავშირებული საღებარი იჟანგება და დამახასიათებელ ლურჯ შეფერილობას იღებს.

 


ნებისმიერი ნივთის მიღების უკან უამრავი პროცესი დგას. ამის საკმაოდ კარგი მაგალითი ჯინსის წარმოებაა, რომლის საწყისად შეგიძლიათ ბამბის პლანტაცია და საღებრის წარმოება წარმოიდგინოთ.

 

 

მასალა მომზადებულია ელენე გაბოძის მიერ.

 

სრულად

 

წყარო:

 

გამოქვეყნებულია: 07-05-2021