ეს საინტერესოა

 

არაკომერციული ალკილთიაზოლების კარბოქსილატები

მოითხოვება არაკომერციული ჰეტეროციკლური ან ფენილის ფრაგმენტით ჩანაცვლებული ალკილთიაზოლების კარბოქსილატები.





A=5-ან 6–წევრიანი ჰეტეროციკლური ჩანაცვლებული ფენილი
R= ალკილის ჯგუფები ჩანაცვლებლებით: ჰალოგენი, CN, NO2 ... ან მათ გარეშე.
მოლეკულური მასა: <450
LogP: -1–დან 4.5–მდე
Esp pKa: <9
NH და OH-ის რაოდენობა: <=2
ციკლების რაოდენობა: <=5 (ძირითადი ჩონჩხის ჩათვლით). ასევე არ უნდა შეიცავდეს კონდესირებულ ბირთვებს, როგორც ძირითად ჩონჩხთან, ისე გვერდით ჩამნაცვლებლებში
ბრუნვის უნარის მქონე ბმები: <8
არ უნდა შეიცავდეს აქტიურ ჯგუფებს: აცილ, ბენზილ, ალილჰალოგენიდები ან აქტიური ალკილჰალოგენიდები, ალფა–ჰალოგენკეტონები, ჰალოგენალკინები, იზოლირებული ენამინები, მიქაელის აქცეპტორები.

სისუფთავე: >95% (1H NMR)
სიახლე: არ უნდა იყოს კომერციულად ხელმისაწვდომი.


დადგენილ ვადებში უნდა გაიგზავნოს:
1. ნაერთების ნუსხა. თითოეული სტრუქტურა წარმოდგენილი უნდა იყოსს შემდეგი სახით:
ა. ISIS მონაცემთა ბაზების ან SD ან SMILES ფაილების ფორმატში

ბ. უნდა ჰქონდეს უნიკალური საიდენტიფიკაციო კოდი
გ. უნდა ჰქონდეს შესაბამისი აღნიშვნა, თუ ნაერთი უკვე არის მიღებული ან თუ მის სინთეზსს სამ თვეზე მეტი სჭირდება
2. გააგზავნის საკონტაქტო ინფორმაციის დოკუმენტაციას (საკონტაქტო პირი, ტელეაონი, ელ–ფოსტა, მისამართი, კომპანიის დასახელება)


დამკვეთი ერთი თვის განმავლობაში შეარჩევს მოთხოვნილი კრიტერიუმების დამაკმაყოფილებელ სტრუქტურებს და ელ–ფოსტით დაუკავშირდება პრობლემის გადამჭრელს.

იხილეთ დაწვრილებით



 

სრულად

 

წყარო:

 

გამოქვეყნებულია: 26-10-2011