ეს საინტერესოა

 

IUPAC-მა საბოლოო განხილვისათვის ოთხი ახალი ელემენტის სახელი დაამტკიცა

ახალი ელემენტების აღმომჩენი ავტორების მიერ საჯარო განხილვისათვის შემოთავაზებული იქნა შემდეგი სახის სიმბოლოები და დასახელებები:

  • ნიჰონიუმი (Nihonium) სიმბოლო Nh, 113-ე ელემენტისათვის
  • მოსკოვიუმი (Moscovium), სიმბოლო Mc 115-ე ელემენტისათვის,
  • ტენესინი (Tennessine) სიმბოლო Ts, 117-ე ელემენტისათვის,
  • ოგანესონი (Oganesson) სიმბოლო Og, 118-ე ელემენტისათვის.

IUPAC-ის არაორგანული ქიმიის განყოფილებამ მიიღო ავტორების შემოთავაზებები და დააყენა საჯარო განხილვაზე, რომელიც 5 თვის განმავლობაში იწარმოებს და დასრულდება 2016 წლის 8 ნოემბერს. ელემენტების საბოლოო დასახლებას IUPAC-ის კონსილიუმი მიიღებს.

ტრადიციულად ახლად აღმოჩენილ ელემენტს სახელი შეიძლება მიენიჭოს:

  • მითოლოგიური კონცეფციის ან ხასიათის (ასტრონომიული ობიექტების ჩათვლით)
  • მინერალების ან მსგავსი მასალების
  • ადგილისა და გეოგრაფიული რეგიონის
  • ელემენტის თვისების
  • მეცნიერის სახელის მიხედვით


ახალი ელემენტების დაბოლოება ასევე განისაზვრება საზოგადოდ დადგენილი წესის მიხედვით. “-ium” სუფიქსზე ბოლოვდება 1-16 ჯგუფის ელემენტები, მე-17 ჯგუფისათვის განკუთვნილია “-ine”, ხოლო მე-18 ჯგუფისათვის კი “-on” დაბოლოება. ელემენტები სახელდება ინგლისურად და სხვა ენაზე იხმარება მის შესაბამისად.

113-ე ელემენტისათვის, რომელიც აღმოჩენილი იქნა იაპონიაში RIKEN ნიშინას ცენტრში, შემოთავაზებულია დასახელება ნიჰონიუმი (nihonium) ქიმიური სიმბოლოთი Nh. ნიჰონი არის იაპონიის გამომსახველი ერთ-ერთი იაპონური სიტყვა, რომელიც სიტყვა-სიტყვით აღნიშნავს „ამომავალი მზის ქვეყანას (მიწას)“. შესაბამისად ელემენს სახელი ეწოდა მისი აღმომჩენი მეცნიერის წარმოშობის ადგილის მიხედვით. ასევე აღსანიშნავია, რომ ნიჰონიუმი პირველი სინთეზური ელემენტის, რომელიც აზიის კონტინეტზე იქნა მიღებული.

115-ე ელემენტის შემოთავაზებული სახელი არის მოსკოვიუმი სიმბოლოთი Mc, ხოლო 117-ე ელემენტის - ტენესინი (სიმბოლო Ts), რომელაც სახელები ასევე მათი აღმოჩენის რეგიონების მიხედვით ეწოდა. ორივე ელემენტი სინთეზირებული იქნა რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების (Nuclear Research, Dubna (Russia), Oak Ridge National Laboratory (USA), Vanderbilt University (USA) and Lawrence Livermore National Laboratory (USA) ერთობლივი კვლევითი ინსტიტუტის მიერ. დუბნის ინსტიტუტი მდებარეობს მოსკოვის ოლქში, თუმცა მოსკოვიუმის მინიჭება ძველი რუსეთის საპატივსაცემოდ იქნა მინიჭებული. ანალოგიურად Oak Ridge National Laboratory მდებარეობს ტენესინის რეგიონში.

118-ე ელემენტს სახელი მიენიჭა დარგის ერთერთი პიონერის პროფესორ ოლეგ ოგანესიანის საპატივსაცემოდ, რომელსაც უზარმაზარი წვლილი მიუძღვნის სუპერმძიმე ელემენტების აღმოჩენაში.

 

სრულად

 

წყარო:IUPAC.ORG

 

გამოქვეყნებულია: 17-12-2018